"მე დედა ვარ... ორი შვილი გავაჩინე, ქმრის ოთხ შვილს ვზრდი და ერთიც ერთად ცხოვრების დროს ვიშვილეთ. მიყვარს ბავშვები, მაგრამ ყოველდღიური დედობრივი რუტინა მღლის. როგორც კი გავიფიქრებს, რომ
ალბათ ჩემსავით თქვენც გაწუხებთ პერიოდულად "ცუდი დედის" სინდრომი და შფოთავთ ამის გამო. ამიტომ გიზიარებთ იმ აზრებს, რაც მე თვითონ მამშვიდებს და იქნებ თქვენც გაგამხნევოთ.

ის შედგება ცრემლისგან, იმედგაცრუებისგან, დაღლილობისგან, ჭუჭყიანი ჭურჭლისგან, სარეცხის გორებისგან. ყველა დედა ასეა. ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
2. ხათრი გვღუპავს
დედების უმეტესობას ყველას "ხათრი აქვს" - სურს ყველაზე იზრუნოს და ყველას ასიამოვნოს: ბავშვებს, ქმარს, დედამთილ-მამამთილს, საუთარ მშობლებს, შვილის დამრიგებელსაც კი. ვერ ვხვდებით, რომ ამდენი პასუხისმგებლობისგან "გადავიწვებით".

3. ერთ დღესაც დუღილის უმაღლეს წერტილს მიაღწევთ და როგორც იტყვიან "გადაგეკეტებათ"
4. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ვერ ხვდები რა უნდა აკეთო
მილიონობით წაკითხული წიგნიც ვერ გაგცემთ პასუხს. ყველა სიტუაცია განსხვავებულია, ყველა ბავშვი - ინდივიდუალური. ინტერნეტში უნივერსალური პასუხები არ არსებობს.

5. ყველა დედას აქვს თავისი "მავნე" დამაწყნარებელი
შოკოლადი, სერიალი, ყავა, ტკბილეული... ისინი თითქოს პრობლემის მოგვარების მექანიზმია, თუმცა დროებით. მომენტალურ "ნუგეშს" ზოგჯერ ცუდი შედეგები მოსდევს ზედმეტი წონის ან შინ გამოკეტვის სახით. აირჩიეთ შედარებით უვნებელი და ნუ დაიდანაშაულებთ თავს.
6. ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის არ არსებობს
როცა დედობას უთმობ დროს, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. "ოქროს შუალედის" პოვნაში შეიძლება ჭკუიდან შეიშალოთ. ნუ შეგშურდებათ ნურც შინ დამჯდარი და ნურც დასაქმებული დედების. ყველას თავისი "გაჭირვება" აქვს.

7. ყველაფრის ერთდროულად კეთება არ შეგიძლიათ
ნუ ეცდებით ცხოვრების ყველა პროცესის კონტროლს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება, მაგრამ მუდმივად არა.
8. შფოთი და დედობა მეგობრები არიან
როცა, რაღაც საკითხზე ნერვიულობთ, გახსოვდეთ, რომ სხვა დედებიც ასე არიან. ასეთი მდგომარეობით ხვდებით, რომ მშობელი, ადამიანი ხართ.

ბავშვები დამოუკიდებლობას უნდა მიეჩვიონ. ზოგიერთი რაღაც თვითონ გააკეთონ. თუ განსაკუთრებულ აუცილებლობას არ მოითხოვს, ნუ ჩაერევით. დატოვეთ იატაკზე მიმოფანტული სათამაშოები და ყავას მიუბრუნდით, სანამ ჯერ კიდევ თბილია.

10. ტელევიზორი ზოგჯერ ძიძას ცვლის
ბავშვმა ნაკლები დრო უნდა გაატაროს "ზომბიყუთთან". მაგრამ, როცა ერთ ბავშვს აჭმევთ, მეორეს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებით, მესამე კი ფეხზე გეკიდებათ და კივის... რატომ არ უნდა ჩაურთოთ ტელევიზორი?
11. დედობრივ რუტინაში ქმარზე მზრუნველობას ვეღარ ასწრებთ
ურთიერთობა - რთული სამსახურია. ბავშვები მას კიდევ უფრო ართულებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, გვერდით ძლიერი საყრდენი გყავდეთ. აუცილებლად გამონახეთ ხოლმე დრო საყვარელი პარტნიორისთვის.


საკუთარ თავზე ზრუნვას ბოლოსთვის გადავდებთ ხოლმე. ვზრუნავთ ბავშვებზე, წესრიგზე ბინაში. ასე გადავიწვებით და ეს ჩვენი ოჯახის წევრებს არ მოეწონებათ. დასვენება აუცილებელია. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და... ნუ უსმენთ ყველა ჭკუის დამრიგებელს. დედის გული და ინტუიცია ზოგჯერ პროფესიონალიზმზე მეტია.