ყველაზე კითხვადი
7 უტაქტო კითხვა მშობიარობის შემდეგ - რა რეაქცია უნდა გქონდეთ მათზე
7 უტაქტო კითხვა მშობიარობის შემდეგ - რა რეაქცია უნდა გქონდეთ მათზე
სამშობიაროდან ახალგამოსულს კითხვების კორიანტელი გელით. შეეგუეთ, უმეტესობა უტაქტო იქნება. ისწავლეთ პასუხის ღიმილით გაცემა.

1. გახდომას არ აპირებ?
ვინ კითხულობს? ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ ზედმეტი წონა. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ არც დიეტაზე უნდათ ყოფნა, არც ვარჯიშობენ.
მიზეზი: ბანალური შური (ზოგიერთი ქალი მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებულად ლამაზდება). გარშემო მყოფებს უჭირთ მათი მიღება.

2. როგორ ჩაირა მშობიარობამ?
ვინ კითხულობს? ვისაც ყურადღება აკლია და ლაპარაკი უყვარს. მათ არ აინტერესებთ ბავშვის დაბადება. სწრაფად იწყებენ საკუთარი მშობიარობის გახსენებას და მოყოლას.

მიზეზი: სიყვარულის არ არსებობა. ასეთ სიტუაციაში ვარდებიან
ქალები 40+, რომლებსაც "დაცარიელებული ბუდის სინდრომი" აქვთ: მათი დახმარება აღარავის სჭირდება და მოსავლელიც არავინ ჰყავთ.

3. რძე შეამოწმეთ, ხომ არ ავნებს ბავშვს?
ვინ კითხულობს? ვისაც "ხუთოსნის სინდრომი" აქვს. სურს, გამოიძიოს ყველა დეტალი.
მიზეზი: შიში, საკუთარი თვითრწმენის არ არსებობა, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი აკონტროლონ. მათ უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ექსპერტებს, წესებს ეყრდნობიან.

4. სულ რატომ ტირის თქვენი პატარა?
ვინ კითხულობს? ყველაზე ეპატაჟური და ხმაურიანი ადამიანი. თავად ხმაურის მიზეზია და ცდილობს, ყველას წესრიგისკენ მოუწოდოს.
მიზეზი: არასრულფასოვნების გრძნობა. არარეალიზებული ადამიანი, რომელიც ცდილობს, ყველას დაუმკიცოს, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ამიტომაც ცდილობენ, აკონტროლონ ყველა და ყველაფერი.

5. მეორე
როდის უნდა გააჩინოთ?
ვინ კითხულობს? ვისაც ერთი შვილი ჰყავს, დაქორწინებულია, მაგრამ ქმართან არ გაუმართლა. მათგან ხშირად მოისმენთ: "ბევრ შვილზე ვოცნებობდი, მაგრამ..." ან მშობლებისგან, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ და ოჯახურ ცხოვრებას ისე აღიქვამენ, როგორც დაუსრულებელ ქაოსს.
მიზეზი: საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება. თავს მოგახვიონ შეუმდგარობის კომპლექსი.

6. რატომ ხართ ასეთი ნერვიული, მოდუნდით...
ვინ კითხულობს? პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავად ფეთქებადი ტემპერამენტის ხალხი. რომლებიც სხვებზე ანთხევენ ჯავრს.
მიზეზი: საკუთარი კომპლექსების დასაფარავად.

7. თქვენი შვილი თქვენს ქმარს რატომ არ ჰგავს?
ვინ კითხულობს? ადამიანები, რომლებიც ამაყობენ საკუთარი ადგილით საზოგადოებაში, ოჯახისშვილობით, მიღწევებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით.
მიზეზი: სხვების დაცინვით საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა.

როგორი უნდა იყოს თქვენი რეაქცია?
  • თემის შეცვლა - უპასუხოდ დატოვეთ კითხვა. ან გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე.
  • საპასუხო კითხვა - ჩააყენეთ ცნობისმოყვარე უხერხულ სიტუაციაში, ჰკითხეთ: "თქვენ რატომ გაინტერესებთ?".
  • მადლიერება - გულწრფელად მადლობა გადაუხადეთ: "მიხარია, რომ ასე განიცდით ჩემს ცხოვრებას".
  • კითხვაზე: როდის გააჩენთ მეორეს, მშვიდად უპასუხეთ: "დღესვე დაველაპარაკები მეუღლეს ამ საკითხზე".
  • დრამატიზაცია - მაქსიმალურად ემოციურად უთხარით: "არასდროს მკითხოთ, ეს ძალიან რთული საკითხია ჩემთვის".
  • ახლობლებისა და უცხოებისთვის
  • კონტაქტის გაწყვეტა - "მადლობა ყურადღებისთვის, არ ღირს ამის გამო ნერვიულობა".
  • გაუგებრობა - "ბატონო?", "მკითხეთ რამე?" - ვითომ ვერ გაიგეთ, რა გკითხეს.
  • გამოყენება - ეცადეთ, მოსაუბრე დაასაქმოთ: ან ბავშვი დააჭერინეთ, ან მოიმსახურეთ.
  • ფილოსოფიურად - ეცადეთ, თავი აარიდოთ კონკრეტულ პასუხს და წაუფილოსოფოსეთ: "რთული საკითხია. არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალში იღბალი".
11285
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
19:00 / 10-08-2017
ნინო
"თქვენი შვილი თქვენს ქმარს რატომ არ გავს.." :D ეს კითხვა პირველად თქვენგან გავიგე :) მაგრამ როგორ ჩაიარა მშობიარობამ, ყველაზე ჩვეულებრივი და უვნებელი კითხვა მგონია, რომელსაც ყველა ნათესავი სვამს, ვისაც გული შეტკივა მშობიარეზე.. არ ვიცი, ჩემთვის ძალიან ბუნებრივი კითხვაა :) და ჩემი შეგრძნებით, პასუხებს არანაკლებ უტაქტოს გვთავაზობთ : ))
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.11.2017
მოუხერხებელ სამზარეულოში კერძის მომზადების სურვილიც ეკარგება დიასახლისს
26.10.2017
"მოწყენილი ათვალიერებ ფეისბუქზე იმ დედების სტატუსებს, რომლებსაც გამოუვიდათ ყველა "წესის" დაცვით შვილების აღზრდა" - 7 შვილის დედის აღიარება
15.10.2017
"ყველა დედას მივმართავ, სულ ცოტათი მეტი დრო გაატარონ ქურასთან, ღუმელთან და თავად მოუმზადონ შვილებს" - 4 შვილის დედა, კულინარი და ქველმოქმედი ია ასათიანი-მინდაძე
15.09.2017
ხშირად ავიწყდებათ, რომ დედაც შვილია, რომელსაც მშობლების მონატრება გულს უკლავს




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31