" ბავშვს ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულო, " ყველაფერი მარტივად არ უნდა ეჩვენებოდეს - სოფო გელოვანი ოჯახურ საკითხებზე
" ბავშვს ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულო, " ყველაფერი მარტივად არ უნდა ეჩვენებოდეს - სოფო გელოვანი ოჯახურ საკითხებზე
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის შემდეგ, მომღერალი - სოფო გელოვანი ყოველ დილას ვარჯიშით იწყებს" ამბობს, რომ პროექტი ფორმაში ჩადგომაში ძალიან დაეხმარა და ცდილობს, სხეულის მომხიბვლელი ფორმები შეინარჩუნოს" მომღერალს "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე ვესაუბრეთ"

- სოფო, შენთვის რას ნიშნავს "გათხოვილი ქალის" სტატუსი?
- პასუხისმგებლობას, ანუ რეალურად, გათხოვილი ქალი ისეთი თავისუფალი აღარ ხარ, როგორიც - გაუთხოვარი, რადგან საკუთარ თავზე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებ"

- ოდესმე გათხოვება გინანია? გიფიქრია, რომ ნაადრევად დაოჯახდი?
- არა, ნამდვილად არ მინანია, პირიქით - ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ზუსტად იმ დროს გადავდგი, როცა საჭირო იყო" ძალიან ბედნიერი ვარ!

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი ქალი ხარ?
- ვაიმე, არ ვიცი (იცინის)" საერთოდ, 20 წლამდე ძალიან ბავშვური აღნაგობა მქონდა" შინაგანად სულ მინდოდა, "დიდი" ვყოფილიყავი, უფროსებთან მეგობრობა მომწონ­და, მაგრამ ასაკი არასოდეს მეტყობოდა" ქალურობაც გვიან შევიგრძენი" მახსოვს, სკოლაში სწავლის პერიოდში, ისეთი გამხდარი და წვრილი ფეხები მქონდა, რომ განვიცდიდი და 3-4 კოლჰოტს ვიცვამდი, რომ ცოტათი მსხვილი ფეხი გამომჩენოდა (იცინის)" ეს კომპლექსი მქონდა, ახლა კი მეცინება""" ალბათ,
როცა გავთხოვდი, შვილები გავაჩინე, უკვე მივხვდი, რომ პატარა გოგო აღარ ვარ"

- როგორ ფიქრობ, კარგი დედა ხარ?
- ჯერ არ ვიცი, კარგი ვარ თუ არა" როცა შვილებს გავზრდი, მერე გიპასუხებთ - გამოვდექი თუ არა კარგი დედა"

- შვილებთან ურთიერთობისას, გარკვეულ სიტუაციებში იბნევი ხოლმე?
- 2 ბიჭი მყავს: 8 წლის დათა და 2 წლის აკა" აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი აქვთ" დათა მარტივად გასაზრდელი ბავშვია და კონტაქტში ადვილად შემოდის: ყველაფერზე ვსაუბრობთ, ყველაფერს იოლად იგებს""" უმცროს შვილს რაც შეეხება, მარტივი ხასიათი არა აქვს და სიმკაცრე სჭირდება" მოკლედ, ბავშვებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე" ვცდილობ, შვილები წესრიგს მივაჩვიო - ეს ძალიან მნიშვნელოვანია" ბავშვს ყველა სურვილი არ უნდა შეუსრულო - უნდა იცოდეს, რას რის ხარჯზე იღებს" ყველაფერი მარტივად არ უნდა ეჩვენებოდეს" საერთოდ, შვილების აღზრდა ძალიან რთულია""" ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დამაბნეველ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ - ალბათ, ეს დროც დადგება, როცა ბიჭები გაიზრდებიან" ჯერჯერობით, ვუმკლავდები""" მიმაჩნია, რომ ბავშვებთან სულ უნდა იმეგობრო, ისაუბრო, "გახსნილი" ურთიერთობა გქონდეს"""
(იღიმის)"""

- ოდესმე, სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?
- აუ, არა, ნამდვილად არ მიგრძნია" ძალიან ბედნიერი ვარ და ვცდილობ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდე"
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "გზის" ახალ ნომერში

 

2964
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```