ვლადიკავკაზის მეთაურის მახარბეკ ხადარცევის მეუღლე ვიქტორია ჯატიევამ საზოგადოების ყურადღება სავსებით სამართლიანად მიიპყრო. 2016 წელს მას "გმირი დედის" სტატუსი მიენიჭა. როცა შეხედავთ მის გასაოცარ სილამაზეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის უკვე 6 ვაჟისა და 4 ქალიშვილის დედაა.
"ახალგაზრდობაში რომ ეთქვათ, 10 შვილს გააჩენო, არასდროს დავიჯერებდი. ვფიქრობდი, მაქსიმუმ 3 შვილს გავაჩენდი", - ღიმილით იხსენებს ვიქტორია.
ვიქტორია უკვე მიჩვეულია სტუმრების გაკვირვებას, როცა სახლში ამდენს ხედავენ. იღებს არასასიამოვნო კითხვებსაც და ყველას პასუხობს, რომ ყველა მისი შვილია და თავად გააჩინა.
"სასიამოვნოა, როცა მეუბნებიან, 25 წლის გოგონას გავხარო. ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როცა ვიხსენებ, 100 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი სამ ტყუპზე ფეხმძიმობისას. ახლა ვიცი, რა არის სწორი კვება და როგორ უნდ გავართვა ამას თავი.
20 წლის ასაკში მარტივია ზედმეტი წონის მოშორება, ახლა კი ორგანიზმი ძალისხმევას მოითხოვს. მახსოვს, როგორ მაღვიძებდა ჩემი ქმარი დილით ადრე, სავარჯიშოდ რომ წავსულიყავი, მაგრამ მე ძილს ვამჯობინებდი. დღეს კი ეს თავადაც ვიცი და დაძალება აღარ მჭირდება: სწორი კვება, დილით სირბილი და სავარჯიშო დარბაზში სტუმრობა კვირაში 3-ჯერ ყოველდღიურობად გადაიქცა. "
ვიქტორია იშვიათად იყენებს სოციალურ ქსელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მდიდარია, ბავშვებს ჩვეულებრივად ზრდიან. სამზარეულოში გამოკრულია გრაფიკი, ვინ რა თანმიმდევრობით გარეცხავს ჭურჭელს. შაბათ-კვირას კი ყველა ერთად ასუფთავებს ეზოს, მამის მეთვალყურეობის ქვეშ.
ოჯახში სხვა წესებიც არსებობს. 10 წლამდე ბავშვებს არ აქვთ ტელეფონის გამოყენების უფლება. ხოლო ვახშამზე მობილურის გამოყენებაც აკრძალულია. ეს ოჯახის უფროსის წესებია.
"არ მესმის იმ ოჯახების, რომელშიც არ არსებობს რეჟიმი. წარმოივიდგინოთ, სამსახურიდან ძალიან დაღლილი მოდის ქმარი და შუაღამისას რაღაც უნდა დაალაგოს, ბავშვებს აუხსნას, როგორ მოამზადონ გაკვეთილები... ჩვენ ამისთვის განსაზღვრული დრო გვაქვს. როგორც მე აღმზარდეს, ისე ვზრდი ჩემს შვილებსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს შვილებს ყველაფერი შევუსრულოთ და მივცეთ ყველა შესაძლებლობა, მაგრამ ვინ გამოვა მათგან, როცა გაიზრდებიან?" - ამბობს ვიქტორია.
მისი თქმით, ბავშვებს აქვთ უფლება მოითხოვონ სასურველი ნივთები, მაგრამ მშობლები გადაწყვეტენ, უყიდნონ თუ არა. ეს დამოკიდებულია მათ ქცევებსა და სკოლის წარმატებებზე. ამიტომ, თუ რომელიმე მათგანი სასურველ ნივთს ვერ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არ დაუმსახურებია და ყველაფერი ჩვეულებრივ, ისტერიის გარეშე აღიქმება.
"ხანდახან მიჩნდება სურვილი, სადმე ვიმუშაო, მაგრამ შემდეგ ვფიქრობ, სად შეიძლება ჩემს თავს რეალიზება გავუწიო, და ვხვდები, რომ უმჯობესია ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო", - ამბობს ვიქტორია.
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი