მშობიარობის შემდეგ პირველი ორი თვე ეს არ უნდა გააკეთოთ!
მშობიარობის შემდეგ პირველი ორი თვე ეს არ უნდა გააკეთოთ!
1 / 2
Next
რა სახის რეკომენდაციები ეძლევა მელოგინე ქალს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ? რამდენად მნიშვნელოვანია ლოგინობის პერიოდში ექიმთან კონსულტაცია, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მელოგინე ქალს? ამ და სხვა საინტერესო თემაზე, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდს ეხება, გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ლიკა ნადარეიშვილი

- რა სახის რეკომენდაციები ეძლევა მელოგინე ქალს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ?
- პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით. ლოგინობის ხანის დამთავრების
შემდეგ, 2თვეში, ქალს შეუძლია დაიწყოს ფიზიკური აქტივობა, ფორმაში ჩადგომა. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს, შემდეგ კი - აღარ. სასურველია მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. ლოგინობის ხანა გრძელდება 2 თვე - 8 კვირა.

- რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს მელოგინე ქალს?
- ჩივილი ხშირ შემთხვევაში, ძუძუს წოვების დროს, არის ჭარბი რაოდენობის სისხლიანი გამონადენი საშოდან. ასევე ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ძუძუს წოვების დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გამო), ტკივილი მკერდში, ტემპერატურის მომატება. ყურადსაღებია შარდის შეკავება მშობიარობის შემდგომ 8 საათის განმავლობაში, ასევე დეფეკაციის ჩივილები. თუ
პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება 1,2-2 ლიტრამდე.
სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება - ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია - მასტიტი.

- როგორ უნდა იკვებებოდეს მელოგინე ქალი?
- მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო სუფები, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი. მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, რძე 2,5%, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ რძისთვის არ გაქვთ საკმარისი რძე - 2,5 ლიტრი დღეში.
mshoblebi
პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
58298
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნიტა
0
მეორე თვეში ოლადები მიირთვითო და ქვევით წერია, შემწვარი და ცომეული იკრძალებაო. ოლადი ცომია და თან შემწვარი :) ჩამოყალიბდით.
13:27 / 21-10-2019
tiko
0
გამრჯობა ნაკეოსრალი ვარ და 9ტვეა ციკლი მომდის ხან ორტვესჰინხან ერტვესჰი აგვიანდება და წელისტკივილებინმაქ ხოლმე სჰეიდზლება ესე
02:04 / 05-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?