ორსულობის 38-ე კვირაზე მან შენიშნა, რომ მუცელში ბავშვი უჩვეულოდ იქცეოდა. თავიდან ამას არ მიაქცია ყურადღება...
19-წლის ეილა ჰელერი პირველად გახდა დედა. მშობიარობამ მძიმედ ჩაიარა. გოგონას დაკვირვებულობა რომ არა, ბავშვი შეიძლებოდა მკვდარი დაბადებულიყო.
ორსულობის 38-ე კვირის პირველი დღე ეილამ ჩვეულებრივად გაატარა. ერთადერთი რამ, რაც მან შეამჩნია იყო ის, რომ მუცელში ბავშვი საერთოს არ ინძრეოდა.
"ალბათ, ნაკლებად აქტიური დღე აქვს", - გაიფიქრა ეილამ და გადაერთო საყოფაცხოვრებო საქმეებზე.
შუადღისკენ შეამჩნია, რომ ბავშვმა მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ მოძრაობის მხრივ ისევ პასიურობდა. ბავშვის ამ მოძრაობამ დაამშვიდა ეილა. 19 საათზე მიხვდა, რომ ბავშვი მას მერე აღარ განძრეულა.
ეილამ და მისმა მეუღლემ შეძლებისდაგვარად მოისმინეს ბავშვის გულისცემა. მაგრამ მართლა უსაფრთხოდ იყო?
ეილამ თავისი მდგომარეობის შესახებ დაწერა დედების ჯგუფში, სადაც მას ურჩევდნენ მისულიყო ექიმთან. ამის შემდეგ მან დედას მიმართა დახმარებისათვის, რომელმაც დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მისვლა ურჩია. სწორედ ამან გადაარჩინა პატარა მედი.
კლინიკაში გასინჯვის შემდეგ ექიმებმა სასწრაფოდ საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს: აღმოჩნდა, რომ პლაცენტა იყო კალციფიცირებული. რომ არა დროული მიმართვიანობა - ბავშვი დაიღუპებოდა.
სპეციალისტები ამ დაავადებს პლაცენტის კალცენოზს უწოდებენ. ამ დროს ხდება პლაცენტარული უკმარისობა, რის შედეგადაც ბავშვს აღარ ჰყოფნის ჟანგბადი და საკვები.
30 აგვისტოს მედი დაიბადა აბსოლუტურად ჯანმრთელი. მხოლოდ პირველ საათებში ჟანგბადის ნაკლებობა აწუხებდა.
"ბევრ ქალს ეშინია ზედმეტად კვლევებზე მისვლა კლინიკაში, მაგრამ ეს შიში უნდა გადალახონ, რათა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას", - ამბობს ეილა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ