"პანიკურად მეშინია ქმართან ურთიერთობის, მშობიარობის შემდეგ..." - შეკითხვა გინეკოლოგს "2 თვეა ვიმშობიარე. მქონდა ნაკერები და ახლა პანიკურად მეშინია ქმართან ურთიერთობის. დისკომფორტი მაქვს და შიში. მირჩიეთ რა რმე. ვნერვიულობ..."
შეკითხვას პასუხობს მეან-გინეკოლოგი ნინო ნოზაძე:
- პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს, დისკომფორტია ეს თუ შიში. თუ დისკომფორტს გრძნობთ, გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია პლასტიკურ გინეკოლოგთან. მშობიარობის შემდეგ ბევრ ქალს აქვს მსგავსი პრობლემა და ამ საკითხს პლასტიკურ გინეკოლოგთან ერთად წყვეტენ, ასწორებენ იმ პრობლემებს, რაც შეიძლება გაკერვას მოჰყვა.
რაც შეეხება შიშს, ორი თვის შემდეგ თქვენ თუ არ გაქვთ რაიმე გინეკოლოგიური ჩივილი, არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ და გირჩევთ, რომ უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ. ჩვეულებრივ იურთიერთეთ ქმართან.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
უფრო ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატია: უხერხული წვრილმანები, რომელიც მშობიარობიდან პირველ ინტიმს ახლავს თან - ამას არავინ მოგიყვებათ