ცეკვა, სიარული, ბუქნები - ყველაფერი სასარგებლოა მშობიარისთვის. მხიარული და პოზიტიური ექიმი Instagram-ის პირად გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც მუცელგაბერილ პაციენტებთან ერთად ცეკვავს. საცეკვაოდ ექიმი, Despacito-ს მსგავს ჰიტებს ირჩევს.ექიმი დე კუნია დარწმუნებულია, რომ შეტევითი ტკივილების დროს წოლა დაუშვებელია.
სხვათა შორის, ექიმ დე კუნიას მოსაზრებას მეცნიერული დასაბუთება აქვს. 1998 წელს სამედიცინო ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც მშობიარობამდე აქტიურობდნენ - დადიოდნენ, მოძრაობდნენ, მშობიარობა უფრო სწრაფი ჰქონდათ, ვიდრე მწოლიარეებს.
![როგორ უმსუბუქებს გინეკოლოგი ქალებს მშობიარობის ტკივილებს [VIDEO] mshoblebi](/images/stories/2018/kunia.jpg)
გარდა ამისა, არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც 2003 წელს ჟურნალ Nursing Research-ში დაიბეჭდა. მის თანახმადაც, შეტევითი ტკივილების ფეხმძიმეებს უფრო ნაკლებად მტკივნეული აქვთ, თუ ისინი მოძრაობენ. მეან-გინეკოლოგის რეგინა კაპლანის აზრით, მოძრაობით დედა ეხმარება ნაყოფს, რომ იგი სამშობაირო გზების გადასალახად მოემზადოს.
სანამ მეცნიერები მსჯელობენ და ახალ დასკვნებს დებენ, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობებს მეან-გინეკოლოგისა და მისი ფეხმძიმე პაციენტების ვიდეოები, ნახეთ თქვენც.
წაიკითხეთ ასევე:
"მშობიარობისას რა აღარ გვინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი" - რამ გააოცა სამშობიაროს პერსონალი [VIDEO]
"მე დღეს პირველად დავესწარი მშობიარობას... საღვარღვარებელი რამეა," - ქართველი სტუდენტ-გინეკოლოგის ემოციური ჩანაწერი