როგორ უნდა დაძლიოთ მშობიარობის შიში და რა მოჰყვება მას - ეს ფობია ბევრ ნამშობიარევ ქალსაც აწუხებს
როგორ უნდა დაძლიოთ მშობიარობის შიში და რა მოჰყვება მას - ეს ფობია ბევრ ნამშობიარევ ქალსაც აწუხებს
მშობიარობის პანიკურ შიშს ქალების 14% განიცდის. შიში უჩნდებათ მათ, ვინც არასოდეს გამხდარა დედა და მათ, ვისაც უკვე ჰქონდა ასეთი გამოცდილება. 

რაც უფრო ახლოვდება მშობიარობის დრო, მით მეტად ნერვიულობს მომავალი დედა. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ამასთან, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება: სად იმშობიარებ, ვინ დაესწრება მშობიარობას და ა.შ. ზოგიერთი ქალი ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის, რასაც ტოკოფობია ჰქვია.

ითვლება, რომ ამ აშლილობით იტანჯება ქალების 2,5-დან 14%-მდე. გან
არჩევენ პირველად და მეორად ტოკოფობიას. პირველადი ტოკოფობია აღენიშნებათ ქალებს, რომლებსაც არ გაუჩენიათ შვილი. გამოვლინება ხდება მოზრდილობის ასაკში.

გოგონამ, რომელსაც ერქვა მირანდა, აღიარა, რომ ყველაფერი დაეწყო სწორედ მოზარდობის ასაკში. ამავე პერიოდში დაიწყო სექსუალური ცხოვრება. თავიდან ეშინოდა დაორსულების. ასაკის მატებასთან ერთად შიში არ გაუქრა. პირიქით, გაუძლიერდა. როდესაც მირანდა 20 წლის გახდა გააცნობიერა, რომ ფიზიკურად ეკრანზე ვერ უყურებს სცენებს, სადაც ასახულია ორსულობა და მშობიარობა. "ცუდად ვხდები, თავზე საბანს ვიხურავ და გული მერევა",- ამბობს გოგონა. ტოკოფობიის მეორე მსხვერპლი მელისა ამბობს, რომ თავისი აშლილობის გამო არ სურს შვილების ყოლა. მას ეჩვენება, რომ ფიზიკურად უძლურია და ვერასოდეს ვერ იქნება მზად ბავშვის გაჩენისთვის. " ამ თემაზე საუბარიც არ შემიძლია. ცუდად ვხდები მშობიარე ქალის ფოტოს დანახვაზეც კი",- ამბობს მელისა.


მშობიარობის შემდგომი
დეპრესია - ის მსოფლიო ვარსკვლავებსაც აწუხებთ



უპირატესობას ანიჭებენ საკეისრო კვეთას.

მეორადი ტოკოფობია განპირობებულია უკვე გამოვლილი ტრავმული მშობიარობის გადატანის გამო. ტოკოფობიის განვითარების რისკი იზრდება, თუ შფოთვითი აშლილობა გაქვთ, სერიოზული გინეკოლოგიური პრობლემები ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხართ.

რა მოხდება თუ ტოკოფობიით დაავადებული ქალი მაინც დაორსულდება?

ამ შემთხვევაში ქალები იკეთებენ აბორტს ან უპირატესობას ანიჭებენ საკეისრო კვეთას. ზოგიერთი ქალი ძნელად ამყარებს ემოციურ კონტაქტს ახალშობილთან და არ განიცდიას მის მიმართ არავითარ გრძნობას.

როგორც ფობიების ექსპერტმა ადამ კოქსმა აღნიშნა, ტოკოფობიის მსხვერპლი პარტნიორთან მაშინ ამთავრებს ურთიერთობას, როგორც კი გაიგებს, რომ მას ბავშვი უნდა. ამიტომ ისინი მომხრე არიან მოკლევადიანი ურთიერთობებისა. დაორსულების შიში იმდენად დიდი აქვთ ამ ფობიით დაავადებულ ქალებს, რომ რეგულარულად იკეთებენ ტესტებს და მუდმივად იყენებენ კონტრაცეპტივის აბებს.

თუ მიხვდით, რომ თქვენ ტოკოფობია გაქვთ, მიმართეთ ფსიქოთერაპევტს, რომელიც დაგეხმარებათ ჰიპნოთერაპიით, ნეიროლინგვისტური პროგრამირებით. შფოთვის შეგრძნება ასევე შემცირდება, თუ დიდ დროს გაატარებთ ორსულებს შორის.
2942
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```