მშობიარობამდე 1 თვით ადრე თავის ოთახში ჩაკეტეს და იქიდან მემკვიდრის გაჩენამდე არ გამოუშვიათ... შუა საუკუნეების სამეფო ოჯახების და თანამედროვე ცნობილ პიროვნებათა ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დღეს ხალხს აინტერესებს ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების ესა თუ ის დეტალი. ადრე კი ხალხის ინტერესს მეფე-დედოფლის და მისი შთამომავლების ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენდა.
კონსერვატიულად მოაზროვნე ინგლისელებს დღემდე ამ ქვეყნად ყველაზე მეტად აინტერესებთ, თუ ვინ იქნება პრინც უილიამის და ჰერცოგინია კეტრინის მომავალი პირმშო, გოგო თუ ბიჭი?
ჯერჯერობით კი კვალვ წარსულში გადავინაცვლოთ.
საშოს მსგავსი ოთახი. როგორ შევქმნათ ახალშობილისათვის იდეალური გარემო
ინგლისის მეფის, ედუარდ II-ს მეუღლე - ფრანგი იზაბელა მშობიარობამდე 1 თვით ადრე თავის ოთახში ჩაკეტეს და იქიდან მემკვიდრის ედუარდ III-ის გაჩენამდე არ გამოუშვიათ. უზარმაზარი ოთახის ფანჯრები დარაბებით და სქელი ფარდებით, ხოლო იატაკი ბალახით იყო დაფარული, რომელსაც ყოველდღე ცვლიდნენ. დედოფლს მუდამ თავს ეხვივნენ სეფე ქალები, რომლებიც ლოცვებს გალობდნენ, აჭმევდნენ და უვლიდნენ მას.
იზაბელა ხშირად იმიზეზებდა უჰაერობას და თავის ტკივილს, მაგრამ სამეფო კარის მკურნალები მას მხოლოდ სხვადასხვა დამამშვიდებელს აძლევდნენ და ანუგეშებდნენ. ისინი უხსნიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ასე სჯობს, ბავშვი მშობიარობისას მისთვის ჩვეულ გარემოში იქნება, როგორც დედის მუცელშიო.
სამშობიარო ტკივილები - სასჯელი ცოდვებისათვის
დღეს თანამედროვე სამშობიაროებში ტკივილის შესამცირებელი უამრავი საშუალებაა. შუა საუკუნეებში კი ფიქრობდნენ, რომ ეს ტკივილები დამსახურებული სასჯელი იყო ედემის ბაღის და ევას ცოდვების გამო.
მშობიარობა როგორც ეპიკური სანახაობა 200 მაყურებელთან ერთად
მემკვიდრის გაჩენა დედოფალზე მეტად მის ქვეშევრდომებს აღელვებდათ. ხალხი ბჭობდა, თუ ბიჭის დაბადების შემთხვევაში როგორი იქნებოდა მომავალი მეფე, ან თუ გოგო, მაშინ ვისზე გაეთხოვებინათ პრინცესა მეტი სარგებელის მიღების მიზნით.
ფრანგ დედოფალს მარია ანტუანეტას მემკვიდრის გაჩენა ლამის სახალხოდ მოუწია. როდესაც რომელიღაც დიდებულმა თქვა, "დედოფალი მშობიარობსო", ორი ასეული კურტიზანი მის ოთახში შეიჭრა და ერთმანეთს საყვარელი დედოფლის ახლოს ადგილის დაკავებაში ეცილებოდნენ. მათ გამო უჰაერობისგან დედოფალს გულიც კი წასვლია.
სქესის შეცვლა უშუალოდ მშობიარობის წინაც არის შესაძლებელი
რეპროდუქციული სისტემის შესახებ კაცებს წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ქალის საშო მამაკაცის სასქესო ორგანოს ჩატრიალებულ ფორმას წარმოადგენდა და ეს იმის გამო იყო, რომ ბავშვები გაეჩინა. სქესის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. სქესის შესაცვლელად და ბიჭის ჩასასახავად ექიმბაშები სპეციალურ ბალახებს არჩევდნენ, ექიმები ძილის სხვადასხვა პოზაზე საუბრობდნენ და თუ მაინც გოგო დაიბადებოდა, დამნაშავე, რა თქმა უნდა, "სულელი დედა" იყო.
ანტისანიტარია - მეფურად
იმ ბნელ ეპოქაში სისუფთავეზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა. იბანდნენ იშვიათად და კანალიზაციის არარსებობის გამო ფეკალიებსაც ფანჯრიდან ყრიდნენ. არც სამეფო ოჯახები წარმოადგენდა გამონაკლისს. სწორედ ამის გამო, ინფექციის შეჭრისგან თვით დედოფლებიც კი იღუპებოდნენ. ჩვეულებრივ ადამიანებში სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო. თითქმის ყოველი მე-3 მშობიარე იღუპებოდა.
ქლოროფორმი და კოკაინი - არანაირი ტკივილი
დრო და მასთან ერთად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ტკივილისადმი შეგუებას ავალებდა, დედოფალმა ვიქტორიამ, რომელიც 64 წელი მართავდა იმპერიას, არ დაემორჩილა ამ შეგონებას და პირველივე მშობიარობის დროს აიძულა ექიმი მისთვის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება - ქლოროფორმი მიეცა. ვიქტორიამ სულ 9 შვილი გააჩინა და ბოლო მშობიარობისას ოპიუმი და კოკაინი გამოიყენა. ამ ფაქტმა ზეგავლენა მოახდინა მედიცინაზე და სულ მალე ექიმებმა თავად დაიწყეს მშობიარეებისათვის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შეთავაზება.
უწმინდურებს ნათლობაზე არ უშვებენ
მშობიარობა ბინძურ პროცესად ითვლებოდა და ამის გამო პირველი რამდენიმე კვირა მონარქების ცოლები თავიანთ საძინებელში რჩებოდნენ. ბავშვს მაშინვე ნათლავდნენ, მაგრამ უწმინდურ დედებს ამ ცერემონიას არ ასწრებდნენ. მათ მხოლოდ "გაწმენდის" რიტუალის ჩატარების შემდეგ შეეძლოთ ბავშვთან მიკარება.
ძვირფასი საჩუქრების გარეშე
ითვლებოდა, რომ ღმერთი სამეფო სისხლს მფარველობდა. იმისათვის, რომ მამაზეციერს თავისი მიწიერი შვილები და განსაკუთრებით დედოფალი არ დაევიწყებინა, მას ბიბლიური სცენების გარემოცვაში ამყოფებდნენ. ასეთი სურათებით მოხატულ სხვადასხვა საგანს ჩუქნიდნენ მათ და შემდგომ საძინებლის კედლებზე ჰკიდებდნენ.
ვარ კი ორსულად?
ძველად, როცა დიაგნოსტიკა არ არსებობდა, ორსულობის შეტყობა სიურპრიზად ითვლებოდა. ცოტა სრული ქალები ამის შესახებ ორსულობის მე-5 თვეზე იგებდნენ, როდესაც ნაყოფი მოძრაობას იწყებდა. დედოფლები ორსულობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ექიმს მიმართავდნენ, რომლებიც შარდის გამოკვლევის საფუძველზე ადასტურებდნენ ან ვერ ადასტურებდნენ ამ ფაქტს.
სჯობს თავი დაიზღვიო და ანდერძი დაწერო
რამდენადაც მშობიარობა ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა, ანდერძის დაწერა საკმაოდ ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. მეფისათვის ცოლის დაკარგვა არაფერი იყო ბავშვის დაკარგვასთან შედარებით. თუ დედოფალი კვდებოდა ან შთამომავლობის გაგრძელების უუნარო იყო, მას სწრაფად ცვლიდნენ.
ბავშვის გაჩენა უმნიშვნელოვანეს მომენტად ითვლებოდა, როგორც დაბალ, ასევე მაღალ ფენაში. ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების არსს საკუთარი ჯიშის გაგრძელებაში თვლის და ამიტომაც ეს პროცესი ცრურწმენების და რელიგიური ჩვეულებების ბურუსშია გახვეული.
თანამედროვე მედიცინა
დღეს პრაქტიკულად ყველაფრის ახსნაა შესაძლებელი - ყველა ეტაპის, ადამიანის ჩასახვიდან მის სიკვდილამდე და ამის გამო ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები ჩვენი ცრუმორწმუნე წინაპრების მიმართ.