რით განსხვავდებიან საკეისრო კვეთითა და ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები: 3 ჭორი და 2 სიმართლე
რით განსხვავდებიან საკეისრო კვეთითა და ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები: 3 ჭორი და 2 სიმართლე
ექიმების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ქალი ითხოვს საკეისრო კვეთას. ეს ოპერაცია უამრავ ორსულს საჭიროების გარეშე, მხოლოდ თავისი სურვილის საფუძველზე უკეთდება. საკეისროსთან დაკავშირებით, ბევრი მითი და მითქმა-მოთქმა არსებობს. მას მართლაც ახლავს ბევრად სერიოზული რისკები, ვიდრე ბუნებრივი გზით მშობიარობას, თუმცა დღეს მის შესახებ რამდენიმე არასორ წარმოდგენასაც გავაქარწყლებთ, ზოგიერთს კი დავადასტურებთ.

1. ჰიპერაქტიურობა

მიჩნეულია, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული პატარები ჰიპერაქტიურები არიან. უნდა დაგამშვიდოთ, ბოლო დროს ჩვილებში მომატებული ჰიპერაქტურობა ცხოვრების
აჩქარებული ტემპის შედეგია. ხოლო დაბადების მეთოდი - ბუნებრივი თუ საკეისრო არაფერ შუაშია.

2. შეფერხება განვითარებაში

საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები პედიატრისა და ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ეს სტანდარტული პროცედურაა. ხოლო თუ ბავშვს განვითარების შეზღუდვა აქვს, ამას რამდენიმე ფაქტორი არსებობს და არა საკეისრო კვეთა.

3. ფიზიკური განუვითარებლობა

საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები არ საჭიროებენ განვითარების სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობას. საკეისრო კვეთის დროს უსიამოვნო ფაქტორი შეიძლება იყოს: გართულება ნარკოზის გამო ან გვიანი პირველი ყვირილი. რისკის ფაქტორს ზრდის სასწრაფო საკეისრო კვეთა, როცა დედის ორგანიზმი ვერ ასწრებს პროცედურისთვის მომზადებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი რისკი მინიმალურია.

4. ხშირი ტირილი

მშობიარობით გამოწვეული ძლიერი სტრესი სხვადასხვა ჰორმონს ააქტიურებს და ბავშვის იმუნურ სისტემას აძლიერებს. საკეისრო
კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები განიცდიან ნეირო და ფიზიოლოგიურ ფუნქციათა ერთგვარ დაჩაგრულობას. ჩვილებში ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა შესაძლებელია, მაგრამ არა განაჩენი.

5. რძის ნაკლებობა

საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ბავშვებს თავის ტვინის მდგომარეობა დაბადებიდან რამდენიმე დღეში ურეგულირდებათ. ბუნებრივი მშობიარობის შედეგად დაბადებული ბავშვები სიცოცხლის პირველსავე დღეს მოდიან ნორმაში. ხშირად დედას ლაქტაციის პროცესი ანტიბიოტიკების შედეგად ერღვევა. თუმცა, სწორედ დედის რძე ეხმარება ჩვილს სწორ, ჰარმონიულ განვითარებაში.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ექიმს და თავად დედას. ეს უკანასკნელი უსაფუძვლო სტრესს უნდა მოერიდოს. ხშირად სწორედ სტრესის გამო ხდება ხოლმე რძის გვიანი გამოყოფა.

წაიკითხეთ საკეისროს შესახებ სხვა სტატიებიც:

  1. საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის"
  2. "ამას ბევრი ქალი, უბრალოდ, ვერ გაუძლებს" - როგორ აფასებენ "გამჭვირვალე" საკეისროს საქართველოში
  3. "მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის თუ - ღარიბი"
9728
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?