რა უნდებათ ქალებს მშობიარობის შემდეგ - მამების საყურადღებოდ
რა უნდებათ ქალებს მშობიარობის შემდეგ - მამების საყურადღებოდ
მშობიარობა და ბავშვის დაბადება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ქალის ცხოვრებაში. ფეხმძიმობისას ქალს თითქმის ყველა სურვილს უსრულებენ. ქალს ამ დროს ხან მარილიანის ჭამა სურს, ხან - ტკბილის. ხანაც უცნაურზე-უცნაური მოთხოვნები აქვს. საინტერესოა, რა უნდებათ ქალებს მშობიარობის შემდეგ და როგორ უნდა დაეხმაროს ქმარი ახალნამშობიარევ მეუღლეს?

  1. გამოძინება - მშობიარობა ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად ღლის ქალს. შვილის დაბადების შემდეგ მას ერთადერთი სურვილი აქვს - კარგად გამოიძინოს. იმასაც ხვდება, რომ წინ უძილო ღამეები ელის და ნებისმიერ
    საშუალებას ეძებს დასაძინებლად.
  2. გემრიელად კვება - ისევ და ისევ ენერგიის აღსადგენად. "რაღაცას შევჭამდი" - ეს შეიძლება არც იყოს კონკრეტული კერძი ან პროდუქტი. მაგრამ ისიც იცის, რომ გარკვეული პერიოდი დიეტურ კვებაზე მოუწევს ყოფნა და "ყველაფერის" ჭამის ნება არ ექნება. თუმცა, ზოგიერთს აქვს სურვილი ჭამოს "მშვიდ" გარემოში.
  3. მუცელზე წოლა -დაძინება, განსაკუთრებით მუცელზე, ყველა ორსულის ოცნებაა და მას ყველაზე ხშირად ისრულებს ქალი მშობიარობის შემდეგ. თუ, ექიმის აკრძალვა არ აქვს.
  4. სილამაზის სალონში წასვლა - საკუთარ სტილისტთან თმის მოწესრიგების სურვილი ბევრს აქვს. შეიძლება იმიტომაც, რომ ფეხმძიმობის დროს ბევრი თმას არც იჭრის და არც იღებავს. 9 თვის გასვლის შემდეგ კი თმა აუცილებლად მოსაწესრიგებელია.
  5. პედიკიური - თავად პედიკიურის გაკეთებას წამოზრდილი
    მუცლით ვერ შეძლებთ, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ყველა ქალს სურს იდეალური პედიკიური ჰქონდეს. სხვათა შორის, თუ მშობიარობამდე ფეხებზე ლაქს წაისვამთ, მის მოშორებას გთხოვენ, რადგან ზოგიერთი პროცედურის დროს ექიმები აკვირდებიან ფრჩხილის მდგომარეობასაც.
  6. თბილი აბაზანა - განსაკუთრებით სურთ მათ, ვისაც გინეკოლოგმა აბაზანების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. სხვათა შორის, ბუნებრივი მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაშიც არ შეიძლება აბაზანის მიღება. საკეისრო კვეთის დროს კი მინიმუმ 8 კვირა.
  7. შამპანური - რა თქმა უნდა, შვილის დაბადების აღნიშვნა ყველა დედას სურს, შამპანურის/ღვინის დალევაც. თუმცა, ალკოჰოლისგან ახალნამშობიარებს სიკეთე ნაკლებად ექნება. განსაკუთრებით, ლაქტაციის დარეგულირებამდე.
  8. სიხარულის გაზიარება და ფოტოები - ქალს სურს, მთელ ქვეყანას ახაროს, რომ დედა გახდა, რომ პატარა ადამიანი დაბადა. აგრეთვე, გამოაქვეყნოს ჩვილის ფოტო, მისი მონაცემები (წონა/სიგრძე).
  9. სახლიდან გასვლა - ბავშვის მოვლა, რა თქმა უნდა, ყველა დედის უმთავრესი მისიაა. მაგრამ სახლიდან გასვლის, მეგობრებთან შეხვედრის, კაფეში ყავის დალევის ან ქმართან ერთად გასეირნების სურვილი კლავს.
  10. აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა - აქტიური სპორტი დროებით გადაიდო, მაგრამ ზოგჯერ დედასაც უნდება თხილამურებზე დადგომა, ცურვა... განსაკუთრებით, თუ დედა ექსტრემალია და აქტიურობის გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს. თანაც, სურვილის ასრულებას ვერც 9 თვის განმავლობაში ახერხებდა.

ინსტრუქცია მამებისთვის

  • მას შემდეგ, რაც ცოლი ბავშვს აჭმევს, პატარასთან ერთად გამოდით ოთახიდან და ცოლს დასვენების საშუალება მიეცით. დაეხმარეთ მუცელზე გადაბრუნებაში და ტკბილი ძილიც უსურვეთ.
  • ჩაურთეთ ულიმიტო ტარიფი მობილურზე.
  • სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაწერეთ სილამაზის სალონში სხვადასხვა პროცედურაზე და არ დაგავიწყდეთ ფულის გადახდა. სალონიდან კი გალამაზებულ და ბედნიერ ცოლს დაიბრუნებთ.
  • ერთ საღამოს თქვენ დაიტოვეთ ბავშვი  და მეგობრებთან ერთად გაუშვით საღამოს გასატარებლად. კინოში თეატრში ან თუნდაც, კარაოკე ბარში.
  • ერთხელ თავად მოუმზადეთ საჭმელი.
  • დაბოლოს, ერთად გაისეირნეთ ველოსიპედით, ან ისრიალეთ თხილამურებზე, იცურავეთ. ან განახორციელეთ ერთი სიგიჟე მაინც, რომელიც თან სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ, თან ორივეს გაგახალისებთ.
4354
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?