ორსულობისას ყველა სურვილს უსრულებთ, მაგრამ მშობიარობის შემდეგ რა სურთ ქალებს? მშობიარობა და ბავშვის დაბადება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ქალის ცხოვრებაში. ფეხმძიმობისას ქალს თითქმის ყველა სურვილს უსრულებენ. ქალს ამ დროს ხან მარილიანის ჭამა სურს, ხან - ტკბილის. ხანაც უცნაურზე-უცნაური მოთხოვნები აქვს. საინტერესოა, რა უნდებათ ქალებს მშობიარობის შემდეგ და როგორ უნდა დაეხმაროს ქმარი ახალნამშობიარევ მეუღლეს?
გამოძინება - მშობიარობა ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად ღლის ქალს. შვილის დაბადების შემდეგ მას ერთადერთი სურვილი აქვს - კარგად გამოიძინოს. იმასაც ხვდება, რომ წინ უძილო ღამეები ელის და ნებისმიერ საშუალებას ეძებს დასაძინებლად. გემრიელად კვება - ისევ და ისევ ენერგიის აღსადგენად. "რაღაცას შევჭამდი" - ეს შეიძლება არც იყოს კონკრეტული კერძი ან პროდუქტი. მაგრამ ისიც იცის, რომ გარკვეული პერიოდი დიეტურ კვებაზე მოუწევს ყოფნა და "ყველაფერის" ჭამის ნება არ ექნება. თუმცა, ზოგიერთს აქვს სურვილი ჭამოს "მშვიდ" გარემოში. მუცელზე წოლა -დაძინება, განსაკუთრებით მუცელზე, ყველა ორსულის ოცნებაა და მას ყველაზე ხშირად ისრულებს ქალი მშობიარობის შემდეგ. თუ, ექიმის აკრძალვა არ აქვს. სილამაზის სალონში წასვლა - საკუთარ სტილისტთან თმის მოწესრიგების სურვილი ბევრს აქვს. შეიძლება იმიტომაც, რომ ფეხმძიმობის დროს ბევრი თმას არც იჭრის და არც იღებავს. 9 თვის გასვლის შემდეგ კი თმა აუცილებლად მოსაწესრიგებელია. პედიკიური - თავად პედიკიურის გაკეთებას წამოზრდილი მუცლით ვერ შეძლებთ, მაგრამ მშობიარობის შემდეგ ყველა ქალს სურს იდეალური პედიკიური ჰქონდეს. სხვათა შორის, თუ მშობიარობამდე ფეხებზე ლაქს წაისვამთ, მის მოშორებას გთხოვენ, რადგან ზოგიერთი პროცედურის დროს ექიმები აკვირდებიან ფრჩხილის მდგომარეობასაც. თბილი აბაზანა - განსაკუთრებით სურთ მათ, ვისაც გინეკოლოგმა აბაზანების მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. სხვათა შორის, ბუნებრივი მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაშიც არ შეიძლება აბაზანის მიღება. საკეისრო კვეთის დროს კი მინიმუმ 8 კვირა. შამპანური - რა თქმა უნდა, შვილის დაბადების აღნიშვნა ყველა დედას სურს, შამპანურის/ღვინის დალევაც. თუმცა, ალკოჰოლისგან ახალნამშობიარებს სიკეთე ნაკლებად ექნება. განსაკუთრებით, ლაქტაციის დარეგულირებამდე. სიხარულის გაზიარება და ფოტოები - ქალს სურს, მთელ ქვეყანას ახაროს, რომ დედა გახდა, რომ პატარა ადამიანი დაბადა. აგრეთვე, გამოაქვეყნოს ჩვილის ფოტო, მისი მონაცემები (წონა/სიგრძე). სახლიდან გასვლა - ბავშვის მოვლა, რა თქმა უნდა, ყველა დედის უმთავრესი მისიაა. მაგრამ სახლიდან გასვლის, მეგობრებთან შეხვედრის, კაფეში ყავის დალევის ან ქმართან ერთად გასეირნების სურვილი კლავს. აქტიურ ცხოვრებაში ჩართვა - აქტიური სპორტი დროებით გადაიდო, მაგრამ ზოგჯერ დედასაც უნდება თხილამურებზე დადგომა, ცურვა... განსაკუთრებით, თუ დედა ექსტრემალია და აქტიურობის გარეშე ერთი დღეც ვერ ძლებს. თანაც, სურვილის ასრულებას ვერც 9 თვის განმავლობაში ახერხებდა.