რას ამბობენ თურქი ექიმები კომაში მყოფ ქართველ მშობიარეზე - ნათიას მეუღლე კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს
რას ამბობენ თურქი ექიმები კომაში მყოფ ქართველ მშობიარეზე - ნათიას მეუღლე კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს
რამდენიმე დღის წინ კომაში ჩავარდნილი მშობიარის, ნათია ჩაგანავას შესახებ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ძალიან განიცდის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობას, რომელსაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო ბავშვის გვერდით ყოფნა. მისმა ახლობლებმა უგონოდ მყოფი ნათია თურქეთის ერთ-ერთ კლიკაში წაიყვანეს. რას ამბობენ უცხოელი ექიმები და რა პროგნოზი კეთდება, ამის შესახებ ნათიას მეუღლე ჯემალ ჩხაიძე საუბრობს.
- ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, ნათიას მდგომარეობა კვლავაც უმძიმესია... ფილტვები, გული, ღვიძლი და თავს ქვემოთ სხვა ორგანოები ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, მაგრამ ტვინი ისევ გათიშულია და წნევა ძალიან
თამაშობს. თურქეთში ანალიზები რომ აუღეს, დაასკვნეს, რომ ქართველი ექიმების მიერ ჭარბი დოზით ჰქონდა წამალი მიღებული. ერთერთი ნემსიც არასწორად ჰქონდა გაკეთებული, არ იყო საჭიროო... არადა საქართველოში გვეუბნებოდნენ, პაციენტი სადაც არ უნდა წაიყვანოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იგივეს გაუკეთებენო. თურქეთში გვითხრეს, ცოტა ადრე რომ ჩამოგეყვანათ სრული გარანტია იყო გამოჯანმრთელებისო...Aახლა კი ხუთი პროცენტი გვითხრეს და მეორე დღეს ერთი პროცენტიც დაუმატეს. გათიშულ მდგომარეობაში, ფეხზე წამოაყენეს და ისე მკურნალობენ, სისხლმა რომ იმოძრაოს და შეიძლება თავისით გაიტანოს ყველაფერიო... რეანიმაციაშია და ერთი წუთით არ შორდებიან გვერდიდან, მართლაც უმაღლეს დონეზეა იქ ყველაფერი.

- რატომ ჩათვალეს, რომ ჩასვლა დაგაგვიანდათ?

- ნათია მშობიარობიდან ზუსტად ერთი
თვე იყო ბათუმში. ყოველდღე მძიმდებოდა მისი მდგომარეობა და ბოლოს ექიმს რომ ვკითხე, მითხრა, ერთ პროცენტსაც ვერ მივცემ გამოჯანმრთელების შანსსო... ათ აპრილს იმშობიარა და თერთმეტში საღამოს 8 საათზე უკვე გაითიშა. ამბობდნენ, მისით გამოვა მდგომარეობიდან, ყველაფერს გადალახავსო. როცა გადაუღეს, ამბობდნენ კარგი სურათებია, მაგრამ მდგომარეობა მძიმდებაო. თურქ ექიმებს რომ დავურეკეთ, გვითხრეს ვისრუსი იქნება შეპარულიო და როცა ჩავედით, მართლაც ასე აღმოჩნდა. წაყვანის წინ ნათიას ბათუმში ვირუსის საწინააღმდეგო ნემსი გაუკეთეს და იქ გამოჩნდა ლაბორატორიაში, რომ წამლის მიღებული დოზა ჭარბი იყო.

- ბავშვი როგორ არის?

- ღვთის წყალობით კარგად. სრულიად ჯანმრთელი ბავშვია, ნათიას დედა ზრდის...

- როგორც ვიცი, ისევ გამოუვალი მდგომარეობა გაქვთ თანხებთან დაკავშირებით...

- დიახ... 20 ათასი დოლარით წავედით თურქეთში. იქ 15 ათასი დოლარი ჩაგვარიცხინეს, რისი ჩეკიც ხელთ მაქვს. 5 ათასი დოლარი ნათიას ძმას აქვს, რომელიც ნათიას გვერდითაა სულ თურქეთში... 54 ათასი დოლარია მთლიანად საჭირო, რომელშიც შედის ოპერაცია და ყველანაირი მკურნალობა... 30 ათას დოლარზე მეტი გვჭირდება კიდევ და თანხები მოსაძიებელია. აჭარის ჯანდაცვა გვპირდება, რომ 15 ათასს თურქეთის კლინიკაში გადარიცხავს. ერთი დიდი პრობლემა კიდევ ის არის, რომ ჩემი მეუღლე ლტოლვილია აფხაზეთიდან . ლტოლვილთა სამინისტროს რომ მივმართეთ, გვითხრეს, ხელი უნდა მოაწეროს ავადმყოფმაო... ხელის მოწერა რომ შეეძლოს, მაშინ სამინისტროსგან რა მინდოდა? ათი დღე დამრჩა, ისევ 15 ათასი დოლარი რომ ჩაირიცხოს კლინიკაში და შემდეგ ისევ ამდენი ეტაპობრივად. Mმე ყველაზე ცუდ დღეში ვარ. აქ თანხები უნდა მოვიძიო და იქაც ვალდებული ვარ, რომ ხელი ყველაფერზე მემოვაწერო. ერთი წამალიც რომ გაუკეთონ ნათიას, ამაზეც ჩემი ხელმოწერა უნდა იყოს. ვიკითხე, თუ შეიძლებოდა ნათიას ძმას მოეწერა ხელი, მაგრამ უარი მითხრეს. შენ აიღე შენს თავზე მეუღლე სამკურნალოდ ჩამოგეყვანა და პასუხისმგებელიც შენ ხარ აქ ყველაფერზეო...
ერთი სიტყვით, აქაური ექიმების დაუდევრობაა და მე სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებ. თურქეთში ექიმმა მითხრა, მე რომ არ გითხრა, იქ რა შეცდომებია დაშვებული, კლინიკასაც დახურავენ და ყველას ციხეში გაგვიშვებენო... ნათია ჯანმრთელი გოგოა, არ სვამდა, არ ეწეოდა... საღამოს უცებ დაწვა და ჩემს ხელში გაითიშა. იქ რომ არ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი რომ წაიქცა ან რამე დაემართა. ექიმს რომ ვკითხე, რა წამალს უკეთებ-მეთქი, არ მითხრა. გაუკეთა და მალევე გაითიშა. იქ რომ არ ვყოფილიყავი, საერთოდ არც ვიცი, რა მოხდებოდა... მე არ ვაპირებ შევარჩინო აქაურ ექიმებს ეს ყველაფერი, ამდენი ხალხი დამიდგა გვერდით და ისინიც არ მაპატიებენ, რომ არ ვიბრძოლო!
ოჯახის თანხმობით ნათიას დასახმარებლად ვაქვეყნებთ შემდეგ ანგარიშებს:
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14

მანანა გაბრიჭიძე

38877
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
1
უფალმა დაგლოცოტ და გაგადზლიეროტ
19:08 / 18-05-2018
maia
5
ექიმების დანაშაული რომ არ იყოს საღ-სალამათი გოგონა შევიდა და იქიდან გათიშული, რეანომობილით წაიყვანეს თურქეთში. აბა მე და თქვენ ვართ დამნაშავე?, თუ მისი სურვილით ჩავარდა კომაში?
12:32 / 18-05-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?