მუცლის ტკივილი მშობიარობის შემდგომ და სხვა პრობლემები - რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგისგან
მუცლის ტკივილი მშობიარობის შემდგომ და სხვა პრობლემები - რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგისგან
როგორია მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მელოგინე ქალს, როგორია ექიმის რეკომედაციები? ამ თემაზე ჩაჩავას მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ლელა შენგელია გვესაუბრება:

- ორსულობის შემდეგ ქალებში ხშირად აღინიშნება გუნება-განწყობის შეცვლა, დეპრესიის განცდა, დაღლილობა. ჰორმონალური და ფიზიკური ცვლილებების გამო სქესობრიბი ცხოვრების სურვილი კლებულობს. სწორედ ამისთვის ჯერ კიდევ ორსული მზად უნდა იყოს და მომზადებული შეხვდეს შესაძლო დეპრესიას. მშობელთა სკოლაში ხდება ორსულების ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისთვის. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა რომ ორსულები, რომელთაც გავლილი

ჰქონდათ ფსიქოლოგიური მომზადება გაუადგვიდათ მშობიარობა და შემდგომი პერიოდი. დაგვერწმუნეთ, რომ ძალიან მალე გამოხვალთ მდგომარეობდან, ამაში ხელს, პირველ რიგში, თქვენი პატარა შეგიწყობთ.


- როგორ უნდა შეამციროს მელოგინე ქალმა მშობიარობის შედეგად განვითარებული სტრესი?

- პირველ რიგში საჭიროა ორსულობის დროს დაწყებული ჯანსაღი კვების შენარჩუნება - რაც ფიგურის კორექციის თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დიდი რაოდენობით სითხეების მიღება - რაც ლაქტაციის პროცესზეც დადებიათ აისახება. ფიზიკური აქტივობა - ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეიძლემა მეტი დასვენება და სეირნობა სუფთა ჰაერზე.დღის მანძილზე სასურველია მიიღოთ 6-8 ჭიქა წყალი ძუძუთი კვების შემთხვევაში. მშობიარობის შედეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ რკინის პრეპა

რატების და ვიტამინების მიღება. შეკურლობის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი, ცოცალი საკვები, ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვანი.


- რა ხდება ქალის ორგანიზმში მშობიარობის შემდეგ?

- მშობიარობის შემდეგ ქალების 25-50% აღენიშნება შემცივნება - კანკალი, საშვილოსნო მცირდება ზომაში, რაც იწვევს ტკივილს მუცლის არეში. საშოდან აღინიშნება სისხლიანი გამონადენი, საშვილოსნოს ყელი და საშო უბრუნდება ორსულობამდე მდგომარეობას, შორისის არე შეშუპებულია და მტკივნეული. ვითარდება ყაბზობა და შარდის გაძლენელბა. არ არსებობს სექსუალური ლტოლვის სურვილი. მკერდში დღება რძე და იწყება ლაქტაციის პროცესი. მენსტუალური ციკლის აღდგენა იწყება 4-12 თვის ვადაში მეძუძური დედების შემთხვევაში, არამეძუძური დედების შემთხვევაში 3-4 კვირაშ. მშობიარობის შემდეგ ქრება ორსულობის ლაქები. ქალი მშობიარობის შემდეგ უცებ კარგავს 6-8 კილოგრამს. იწყება თმის ცვენა, თმის სტრუქტურის აღდგენა იწყება - 12 თვეში.

mshoblebi

- რა რჩევებს მისცემთ ქალებს, როგორ შეიმსუბუქონ მუცლის ტკივილი მშობიარობის შემდეგ?

- პირველ რიგში კონტაქტი იქონიეთ თქვენს ექიმთან და კონკრეტული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ მას. ტკივილის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი. ერიდეთ მუცელზე სათბურის დადებას. ზოგადად ტკივილი გამოხატულია განმეორებით მშობიარეებში. ტკივილი გადის პირველი კვირის ბოლოს.


- თქვენ გამონადენი ახსენეთ, როგორი შეიძლება იყოს ის?

- პირველ 1-5 დღემდე გამონადენი არის წითელი ფერის, 5-12 დღეებში ის მოვარდისფრო შეფერილობას იღებს, 12-20 დღის განმავლობაში ის თეთრი ფერისაა და ის შეიძლება გაგრძელდეს 6-8 კვირის მანძილზეც. ქალების უმეტესობაში გამონადენი წყდება 1 თვეში. ქალებს, რომელიც ძუძუთი არ კვებავენ ახალშობილს, უფრო დიდი რაოდენობით აღენიშნებათ გამონადენი. რაოდენობა მატულობს ლოგინიდან წამოდგომისას, რაოდენობა მატულობს სიმძიმეების აწევის დროს, კიბეებზე სიარულის ან ძლიაერი ფიზიკური ვარჯიშის შედეგად. გამონადენი არ უნდა შეიცავდეს კოლტებს, არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი - ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ზოგადად გამონადენი პირველი სამი კვირის მანძილზე არ უნდა შეწყდეს. საკეისრო კვეთის შემდეგ გამონადენი მცირეა მაგრამ მაინც არსებობს.


- როგორც ახსენეთ ხშირის შორისის ტკივილი ამ დროს რით შეიძლება ტკივილის გაყუჩება?

- შორისის ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საანესთეზიო გელი ან სპრეი ექიმის დანიშნულებით. შვებას მოგგვრით ფეხების ბალიშზე დადება და კეგელის ვარჯიშები. პირველი 24 საათის განმავლობაში კარგი ყინული დადება.


- მკერდში სისავსის შეგრძენა ასევე ხშირი პრობლემაა, ამ დროს რას ურჩევთ მელოგინეებს?

- მოაწოვეთ ბავშვს ძუძუ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოითხოვს. დაიდეთ თბილი კომპრესები და მიიღეთ თბილი შხაპი. ატარეთ კარგად მორგებული ფართობრეტელებიანი მელოგინის ბიუსჰალტერი. ძუძუს სისავსის განვითარება ხდება 3-5 დღის განმავლობაში, შეიძლება ამან გამოიწვიოს ტემპერატურა ამიტომ ჩაიტარეთ სპეციალისტის კონსულტაცია რათა თავიდან აიცილოთ ძუძუს ანთება - მასტიტი. დაიბანეთ მკერდი თბილი წყლით ყოველდღე. გაიმშრალეთ რბილი პირსახორცით. ძუძუდან გამონადენის შემთხვევასი ბიუსჰალტერში ჩაიფინეთ სპეციალური საფენები რათა ძუძუს თავები მუდმივად მშრალ მდგომარეობაში იყოს.


- რას გვეტყვით ვარჯიშზე მშობიარობის შემდეგ პერიოდში?

- კომფორტულია, მაგრამ არ არის სასურველი მუცლის დამჭერების ტარება რადგან ხელს უშლის მუცლის კუნთების ტონუსის აღდგენას, ზღუდავს ნაწლავთა პერისტალტიკას. თუ იყენებ მუცლის დამჭერს შეიკარით აუცილებლად ზემოდან ქვემოთ. მსუბუქი ვარჯიშის დაწყება შესაძლებელია მშობიარობის მეორე დღიდანვე. მსუბუქი ვარჯიშია სიარული, მუცლით სუნთქვა, ხელების აწევა, ნიკპის მიტანა მკერდთან, მუცლის პრესის ვარჯისების დაწყება რეკომენდირებულია მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ მელოგინეს დასვენება, ბევრი დადებითი ემოცია და ახლობლების მხარდაჭერა ჭირდება. მელოგინეს გუნება განწყობაზე ოჯახის წევრებმა უნდა იზრუნონ, დაეხმარონ ბავშვის მოვლაში და ეცადონ მარტივად გადაატანინონ მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რომელიც ძალიან მალე გაივლის და ნებისმერი ტკივილიც უკვალოდ გაქრება.


სალომე გორგოშიძე
4469
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მარიამს
0
აუცილებლად უნდა ეჩვენოთ გინეკოლოგს, ასე ზეპირად ვერავინ მოგცემთ რჩევას. მით უმეტეს, თუ ხელოვნურ კვებაზე გყავთ.
15:55 / 18-05-2018
mariami
1
ბავშვი ხელოვნურზე მყავს თვენახევარ ვაჭამე ძუძუ...
04:32 / 18-05-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?