5 შეცდომა, რამაც შეიძლება ლაქტაციის გაუარესება გამოიწვიოს
5 შეცდომა, რამაც შეიძლება ლაქტაციის გაუარესება გამოიწვიოს
ლაქტაცია - არის პროცესი, რომელზეც შეიძლება მრავალმა ფაქტორმა იმოქმედოს, ამიტომ ახალგაზრდა დედები ზოგჯერ უნებურად შეცდომებს უშვებენ, რის შედეგადაც რძის რაოდენობა მცირდება. გავარჩიოთ ძირითადი რისკები.

შეცდომა № 1 - რეჟიმით კვება
სამწუხაროდ, დღევანდელ დღემდე პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის რეჟიმით კვებას - საათობრივად.
საათობრივი კვება პირველი ნაბიჯია რძის რაოდენობის შემცირებისა.
მთავარი და ძირითადი მეთოდი რძის გამომუშავების სტიმულაციისა - ხშირი კვებაა. ეს მარტივი ფიზიოლოგიაა. წოვის პროცესში ქალის სისხლში გამოიყოფა ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ლაქტაციაზე. რაც უფრო
მეტად წოვს ბავშვი ძუძუს, მით მეტ სიგნალს იღებს დედის ორგანიზმი იმის შესახებ, რომ მას უფრო მეტი რძე ესაჭიროება. ძუძუს წოვება ან რეგულარული გამოწველა, უზრუნველყოფს რძის რაოდენობის მომატებას. გამოწველა აუცილებელია მაშინ, როდესაც დედა იღებს მედიკამენტებს ან გავიდა სამსახურში.

შეცდომა № 2 - ღამის კვებაზე უარის თქმა
მეორე გავრცელებული შეცდომა - ღამის კვებაზე უარის თქმაა. რა თქმა უნდა, დედა იღლება მთელი დღის განმავლობაში და ღამე დასვენება სჭირდება, მაგრამ სწორედ ღამე ხდება ყველაზე აქტიურად რძის გამომუშავება. ღამე ძუძუს წოვება ასტიმულირებს პროლაქტინის გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, რომელიც თავის ტვინში აგზავნის სიგნალს - პატარას სჭირდება რძე. ამიტომ არის აუცილებელი ახალშობილის ღამით კვება მანამ,
სანამ ეს ესაჭიროება.
mshoblebi
შეცდომა № 3 - ბავშვის არასწორი მდებარეობა ძუძუთი კვების დროს
თუ ბავშვი არასწორ მდგომარეობაში წოვს ძუძუს, ის ადვილად იღლება, თავს აბრუნებს და კაპრიზობს. ამასთან, ის რჩება მშიერი და მალევე მოშივდება.
მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილმა ჩაიდოს არა მხოლოდ ძუძუს თავი, არამედ, არეოლაც. ასეთ შემთხვევაში ბავშვი კარგად დანაყრდება და აღარ დახარჯავს თავის ძალებს.
კვების დასაწყისში აღინიშნება რძის ძლიერი მოდინება. ბავშვი წოვს კარგად, ხშირად ყლაპავს. თანდათან რძის რაოდენობა იკლებს. დედას შეუძლია დაეხმაროს ბავშვს სარძევე ჯირკვლის მასირებით - პერიფერიიდან ცენტრისკენ.

შეცდომა № 4 - რძის ნარევის დამატება
რძის ნარევის დამატება (ხელოვნური საკვები) პირდაპირი გზაა რძის რაოდენობის შემცირებისკენ. ნარევის დამატება რეკომენდებულია მხოლოდ პედიატრის დანიშნულებით - მკაცრი სამედიცინო ჩვენებით. თუ პედიატრმა დაამტკიცა, რომ ბავშვს არ ჰყოფნის დედის რძე, იდეალურია დამატებითი საკვების მიცემა სპეციალური ბოთლით ან მილით, რომელიც მიმაგრებულია ძუძუს თავზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვი წოვს ძუძუს და იღებს არა მარტო დედის რძეს, არამედ ნარევსაც. ეს საშუალებას იძლევა დანაკარგის გარეშე კვებოთ ბავშვი.
სამწუხაროდ, ბოთლის გამოყენების შემდეგ ბავშვი უარს ამბობს დედის რძეზე, რადგან ბოთლიდან ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოედინება საკვები. ბავშვები ამას ხვდებიან და ირჩევენ სწორედ ბოთლს.

შეცდომა № 5 - უარის თქმა ერთად ძილზე
ამ შემთხვევაში დედებისა და პედიატრების შეხედულებები სადაო თემად იქცევა.ზოგი უპირატესობას ანიჭებს პირველივე დღიდან ბავშვის ცალკე საწოლში მოთავსებას. სხვები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ დედასთან ერთად ძილი წარმატებული ლაქტაციის გარანტიაო.
ერთად ძილის დროს ბავშვი პერიოდულად წოვს ძუძუს ისე, რომ არ აღვიძებს დედას და არ უშლის მას დასვენებაში ხელს.
ამგვარად, ერთად ძილი ღამის კვების წახალისებას უწყობს ხელს, რაც უზრუნველყოფს საიმედო ლაქტაციას.
4262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```