რა უნდა მიირთვათ მშობიარობის წინა პერიოდში
რა უნდა მიირთვათ მშობიარობის წინა პერიოდში
მშობიარობის წინა პერიოდში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. მენიუში უნდა იყოს პროდუქტები, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. მარტივი ნახშირწყლებისგან, ანუ მონოსაქარიდებისგან განსხვავებით (როგორიცაა ტკბილეულობა, რძე, ხილი), რომლებიც ორგანიზმს ე.წ. "სწრაფ ენერგიას" აძლევენ, რთული ნახშირწყლები ენერგიას უფრო თანაბრად აწვდიან. რთული ნახშირწყლები (ბოსტნეული, მარცვლეული, თხილეული) მშობიარობამდე დარჩენილ ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვანია ორგანიზმის ბევრი სასარგებლო ნივთიერებით შესავსებად, მათ შორის - გლიკოგენით.
მცენარეულ საკვებში რთული ნახშირწყლების გარდა არის ასევე ვიტამინი K, რომელიც აუცილებელია სისხლის შესადედებლად.
B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად ასევე დამატებითი ენერგეტიკებია და დედას ძალებს მატებენ მშობიარობის წინ. ამ "საფინალო" პერიოდში ქალს სჭირდება ძალაც და სიმსუბუქეც. სწორედ ამას აძლევს რთული ნახშირწყლები. მიეძალეთ ბოსტნეულს, მარცვლეულს, თხილეულს და ხილზეც ნუ იტყვით უარს.
ტეგები: მშობიარობა
16778
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნინო
0
რა მაინტერესებს იცით? ეს ყვითელი ყვავილი უბრალოდ გამხმარი უნდა იყოს თუ ფხვნილის სახით?
06:56 / 03-09-2019
tamo
0
ეგ რომელი ყვავილია?ზაფრანას რო ეძახიან?
16:53 / 03-08-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?