დედების სალონიმშობიარობა
რა უნდა მიირთვათ მშობიარობის წინა პერიოდში
რა უნდა მიირთვათ მშობიარობის წინა პერიოდში
მშობიარობის წინა პერიოდში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. მენიუში უნდა იყოს პროდუქტები, რომლებიც რთულ ნახშირწყლებს შეიცავს. მარტივი ნახშირწყლებისგან, ანუ მონოსაქარიდებისგან განსხვავებით (როგორიცაა ტკბილეულობა, რძე, ხილი), რომლებიც ორგანიზმს ე.წ. "სწრაფ ენერგიას" აძლევენ, რთული ნახშირწყლები ენერგიას უფრო თანაბრად აწვდიან. რთული ნახშირწყლები (ბოსტნეული, მარცვლეული, თხილეული) მშობიარობამდე დარჩენილ ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვანია ორგანიზმის ბევრი სასარგებლო ნივთიერებით შესავსებად, მათ შორის - გლიკოგენით.
მცენარეულ საკვებში რთული ნახშირწყლების გარდა არის ასევე ვიტამინი K, რომელიც აუცილებელია სისხლის შესადედებლად. B ჯგუფის ვიტამინები ფოლიუმის მჟავასთან ერთად ასევე დამატებითი ენერგეტიკებია და
დედას ძალებს მატებენ მშობიარობის წინ. ამ "საფინალო" პერიოდში ქალს სჭირდება ძალაც და სიმსუბუქეც. სწორედ ამას აძლევს რთული ნახშირწყლები. მიეძალეთ ბოსტნეულს, მარცვლეულს, თხილეულს და ხილზეც ნუ იტყვით უარს.
ბეჭდვა