"საშვილოსნო გაეხა და სისხლდენით გარდაიცვალა... ბავშვის დანახვა მოასწრო მხოლოდ" - კასპში მშობიარის გარდაცვალებას რეგულირების სააგენტო სწავლობს
"საშვილოსნო გაეხა და სისხლდენით გარდაიცვალა... ბავშვის დანახვა მოასწრო მხოლოდ" - კასპში მშობიარის გარდაცვალებას რეგულირების სააგენტო სწავლობს
პირველ ივლისს კასპის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დაღუპული 31 წლის ნონა ტატანაშვილია. ახალშობილი გოგონა კი გადარჩა და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვალების გარემოებებს რეგულირების სააგენტო იკვლევს.
როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა mshoblebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, მშობიარობას საშვილოსნოს გახევა მოჰყვა და ახალგაზრდა ქალი სისხლდენისგან გარდაიცვალა.
"საკეისრო დაგეგმილი არ იყო. ფიზიოლოგიურად მშობიარობდა. როგორც გვითხრეს, საშვილოსნოს გახევა მოხდა, სისხლდენა რომ დაეწყო და ვეღარ უჩერებდნენ, სასწრაფოდ ჩაატარეს ოპერაცია და ყველაფერი ამოაჭრეს. გონზე იყო, შვილი დაინახა და ხუთ წუთში გარდაიცვალა" - განუცხადა mshoblebi.ge-ს ოჯახის
ახლობელმა.
mshoblebi
საშვილოსნოს გახევა მშობიარობის ძალიან საშიში გართულებაა. აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე ამ საშიშროებაზე და საკეისრო კვეთის დროს წარმოქმნილ სხვა გართულებებზე გვესაუბრება...

- საკეისრო კვეთა არის მუცლს ღრუს ოპერაცია! ყველა ქალი უნდა დაფიქრდეს, რას ნიშნავს მუცლის გაჭრა, გაფატვრა... მართალია, დღეს ადრისნდელივით ყასაბებივით არ კვეთავენ, მაგრამ მაინც ურთულესი ოპერაციაა... მუცლის ღრუს გახსნა უაღრესად არასასურველია! საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის ძალიან მკაცრი სამედიცინო უკუჩვენება ჩვეულებრივი გზით მშობიარობისა... პირველ რიგში გინეკოლოგიის აქსიომაა დედის, ქალის ჯანმრთელობა!

- როდის ხდება საშვილოსნოს გახევა უმეტესწილად?

- საშვილოსნოს მთლიანობის დარღვევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ეს მხოლოდ საკესრო კვეთასთან არ არის
დაკავშირებული... განსაკუთრებით დიდია ალბათობა, როდესაც ქალებს ადრე აქვთ გადატანილი საკეისრო კვეთა. ნაკერი შეიძლება არასრულყოფილი იყოს და საშვილოსნო გაიხეს. თუ კარგი ექიმია, დღეს მშვენიერი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად... ძალიან იშვიათად, მაგრამ პირველი მშობიარობის დროსაც ხდება საშვილოსნოს გახევა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს განვითარების დეფექტი, ანთების დროს ნაწიბური...
mshoblebi
ბევრი ექიმი თვლის, რომ ერთხელ თუ გაკეთდა საკეისრო კვეთა, მომდევნო მშობიარობაც აუცილებლად ისე უნდა იყოს. მე არ მიმაჩნია ეს სწორი იყოს! კარგი მეანი საკეისრო კვეთაგადატანილ ქალბატონს მშვენივრად ამშობიარებს!
საკეისრო კვეთის დროს ქალის სიკვდილიანობის სიხშირე უფრო მაღალი არ არის, მაგრამ გართულებები ძალიან ბევრია! მთავარი მოწოდებაა – ნუ აჰყვებით მოდას საკისრო კვეთასთან დაკავშირებით! რეალურად, მხოლოდ 15 პროცენტს სჭირდება საკეისრო კვეთა, ოპერაციათა დანარჩენი რაოდენობა ექიმების არაკეთილსინდისიერების გამო კეთდება ფულის გამო! თუ არ ჯერათ ქალებს და უნდათ, თავი ადრე მოიკლან, ვერაფერს გავხდებით! Aსაკეისრო არის მუცლის ღრუს ოპერაცია და ყველა ის საშისროება არსებობს, რაც მუცლის ღრუს ოპერაციას ახლავს - ალერგია, ინფექცია, სისხლდენა, ნარჩენები, ოპერაციის შემდგომი გართულებები... ბევრი ჭორიც არის გავრცელებული, მშობიარობის დროს ყელი დეფორმაციას განიცდისო, რაც აბსოლუტური სისულელეა! ჩვეულებრივი ოპერაცია ყველაფერზე უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე მუცლის გაფატვრა!

გარდაცვალებების გარემოებებს ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტო სწავლობს. 

altროგორ ამოჰყავთ ბავშვი საკეისრო კვეთის დროს - ზესტაფონელი ექიმის ვიდეო

altსაკეისრო კვეთის რეალური შედეგები

altსინამდვილეში რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ფიზიოლოგიურ მშობიარობას შორის? - ამირან ქორიძის რჩევები ქალებს


მანანა გაბრიჭიძე














16677
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნონა
3
არჩევანის თავისუფლება ყველას აქვს და ვისაც როგორ ეადვილება ისე გააჩენს,მორჩით ამ ჭკვაზე დარიგებებს და ბრძნული აზრების ფრქვევებს,ჯობია კვალიფიკაციას მიხედოთ ექიმებმა და ისეთო პროფესიონალები იყოთ რომ არც ფიზიოლოგიური მშობიარობა იყოს რისკი ორსულისთვის და არც საკეისრო კვეთა,თქვენ ოპერაციებს ვერ აკეთებთ, საკმარისი ცოდნა არ გაქვთ და მერე ჩვენ გვაბრალებთ საკეისრო არ უნდა გაგეკეთებინათ ცუდიაო,ცუდი ის არის რასაც თქვენი არაპრპფესიონალიზმით მართებთ პაციენტებს, რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა ექიმს
00:16 / 08-07-2018
doqtor....ხომასურიძეს!!!
2
რას ქვია კარგი ექიმი???განმარტე რა! მაშინ ცუდი ვინააა???რომელი ექიმი არ ცდილობს გადააფიქრებინოს საკეისრო კვეთა ქალს?გართულება ყველგანაა მოსალოდნელი,გაფატრვა???ტონი შეარბილეთ რა.თქვენ ანგელოზი ხართ მედიცინაში??? თქვენნაირების გამოა ექიმობა არავისაღარ უნდა და აბა ვის იმედად ვიყოთ,ყველა ვერ წავა პარიში და სტამბოლიში.ვუსამძიმრებ ოჯახს,ახლობლებს,ექიმს,საავადმყოფოს!!!დარწმუნებული ვარ დაუდევრობას ადგილი არ ექნება...
09:55 / 06-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```