ამერიკელმა ქალმა სასტუმროს ნომერში იმშობიარა YouTube-ის ვიდეოინსტრუქციებით - მშობლები

ამერიკელმა ქალმა სასტუმროს ნომერში იმშობიარა YouTube-ის ვიდეოინსტრუქციებით

2018-07-15 07:56:59+04:00

დაუჯერებელია, მაგრამ მან ეს გააკეთა ალბათ, უამრავი ისტორია გსმენიათ, თუ როგორ იმშობიარა ქალმა მანქანაში, თვითმფრინავში, სამშობიაროს დერეფანში... ყველას ჰქონდა საშუალება პროფესიონალი მედიკოსის დახმარებით ესარგებლა. ვიცით ისტორიები, როცა ქალებმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ სამშობიარო ტკივილების დროს შეიტყვეს. ტინა ფრიმენი კი უჩვეულო მშობიარეების რეიტინგის ლიდერია.

mshoblebi

22 წლის ტინა ფრიმენი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდა და მესამე ტრიმესტამდე არაფერი იცოდა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ. აგრძელებდა ვარჯიშს და წუხდა, რომ ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად, მუცელი მაინც ეზრდებოდა.

mshoblebi

ქალი გერმანიაში მიფრინავდა მეგობართან. ფრენისას ავიაკომპანიის სადილი შეჭამა, თავი ცუდად იგრძნო და იფიქრა, რომ მოიწამლა. ფრენა ხანგრძლივი იყო, სტამბოლში სხვა რეისზე უნდა გადამჯდარიყო, მაგრამ თავი ისე ცუდად იგრძნო, რომ აეროპორტის სასტუმროში გაჩერება გადაწყვიტა. როცა სამშობიარო ტკივილები დაეწყო, მაშინღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და დამოუკიდებლად გადაწყვიტა მშობიარობა. YouTube-ზე მშობიარობის ვიდეოები მოძებნა და გაემზადა...

მარტომ იმშობიარა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ჭიპლარი თასმებით გადაჭრა, მანამდე კი თასმები ჩაიდანში წამოადუღა.

mshoblebi

მეორე დილით ჩვილთან ერთად აეროპორტში გამოცხადდა და მგზავრობის გაგრძელება მოისურვა. აი, აქ კი ჩაერთო აეროპორტის უსაფრთოების განყოფილება და პოლიცია და "სასწრაფო" გამოიძახეს. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ქალმა მართლაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა და რომ ჩვილიც და დედაც თავს ჯანმრთელად გრძნობს. ტინამ ამერიკის საელჩოს მიმართა დახმარებისთვის და ჩვილთან ერთად ჰოსპიტალში გადაიყვანეს კვლევებისა და სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. ახალშობილს კი აშშ-ის საელჩომ სტამბოლში დაბადები მოწმობა გადასცა. ბიჭს ქსავიე ატა ფრიმენი დაარქვეს.