18 წლის გმირი დედა ბათუმიდან თათია მესხი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე სამი შვილის დედა გახლავთ. ტყუპის გაჩენიდან 11 თვეში მესამე შვილი ეყოლა. როგორ უმკლავდება ახალბედა დედა 3 შვილის მოვლას, ამის შესახებ იგი თავად გვიამბობს...
- მე ვარ - თათია მესხიძე 18 წლის, მეუღლე, იაკობ ჭყონია 24 წლის არის. როგორც ხდება ხოლმე, გავიპარეთ და დავოჯახდით...
- სამი შვილი მინდოდა, მაგრამ ტყუპზე სულ ვოცნებობდი.…როცა დაიბადნენ, ჩემი…ემოცია დაუვიწყარი იყო. გამიხარდა და არ დაგიმალავთ, ვიტირე კიდეც, როცა გავაცნობიერე, რომ უბრალო ნატვრა რეალობად მექცა.…რა თქმა უნდა, დაბადებიდანვე უკიდეგანოდ შემიყვარდნენ.
- ვფიქრობ ვიყავი მზად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ორი ბავშვი... მეუღლის დახმარება მჭირდებოდა ძალიან!…
- არასოდეს მინანია! სხვებს როგორც მიაჩნიათ, ისე მოიქცენ...…
- ძიძა არასოდეს მყოლია... დედამთილი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი 7 შვილი და 11 შვილიშვილი ჰყავს გაზრდილი, მაინც დაუღალავად მეხმარება!…დედაჩემი მუშაობს და ბავშვებს რაღაც-რაღაცებით ანებივრებს
…
- დიახ,… აბსოლუტურად ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც დედა... თან მუშაობს, ოჯახის პატარა ბიზნესი აქვს.
- საკეისრო კვეთა იყო... პირველი საკეისრო კვეთა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მეორე. ძალიან დიდი რისკი იყო. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, უკვე ნაწიბურის გახსნა იყო დაწყებული... 11 თვის შემდეგ ისევ საკეისრო კვეთა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ბავშვის მოკვლას მერჩივნა, მე შემქმნოდა საფრთხე... უფლის წყალობით, არანაირი გართულება არ ყოფილა.
- პატარა მხოლოდ 18 დღისაა და ჩემთვის არ შეიძლება მძიმის აწევა, ტყუპს ჩემი ფეხბურთელი მული და დედამთილი უვლიან... მე წვრილმანებში ვიღებ მონაწილეობას. უფრო პატარა მყავს სულ... ტყუპი კარგ ამინდში ზღვაზე სასეირნოდ გაგვყავს. ძალიან ცელქები არიან და წამით არშეიძლება თვალის მოცილება!…კარგი ისაა, რომ უყვართ ერთმანეთი და პატარა ძამიკოც. ძალიან უყვართ, როცა სულ ყურადღების ცენტრში არიან... რასაკვირველია, რთულია სამი ჩვილის მოვლა, მაგრამ იმდენად საყვარლები არიან, ყველაფერი ღირს მათთვის!
- ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ არ შეიძლება. წლების შემდეგ ალბათ მაგაზეც ვიფიქრებ.
- ძალიან ბევრმა დამისვა იგივე კითხვა... არაფერს ვაკეთებ, თავისით ვიკლებ. ტყუპზე 15 კილო მოვიმატე და 20 დავიკელი. მესამეზე 20 კილო მომივამტე და 20 დავიკელი... ახლა 55 კილო ვარ... ღამით როცა სამივეს ჩემთან წევს, ცოტა რთულია ძილი და ამიტომ დღისით მძინავს...
ძალიან დიდი მადლობა ოჯახის ყველა წევრს, განსაკუთრებით მულსა და დედამთილს !
მანანა გაბრიჭიძე
წაიკითხეთ ასევე:
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
"ვერ გამიგია, ასე დაცინვის და ღადაობის ობიექტია მრავალშვილიანი, გადაღლილი დედა?"