როგორ უნდა აარჩიოთ სამშობიარო სახლი - ძალიან საჭირო რჩევები
როგორ უნდა აარჩიოთ სამშობიარო სახლი - ძალიან საჭირო რჩევები
5 აუცილებელი პირობა!

როგორ შევარჩიოთ ისეთი სამშობიარო სახლი, სადაც დედაც და ბავშვიც დაცულად იგრძნობენ თავს!

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ სამშობიაროს შერჩევის დროს:
  • როდესაც სამშობიარო სახლს არჩევთ, უმჯობესია შეარჩიოთ მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, სადაც ერთ ჭერქვეშ არის მოქცეული ყველა სახის სამედიცინო სერვისი და მომსახურება.
  • პროფესიონალი კადრები და გამოცდილება.
  • თანამედროვე აპარატურა და გამართული ინფრასტრუქტურა.
  • სამშობიარო საკუთარი სისხლის ბანკით - რათა გართულების შემთხვევაში არ დაიკარგოს ძვირფასი დრო.
  • სამშობიარო, სადაც არის ნეონატალური ცენტრი. ხშირ შემთხვევაში პრობლემის არსებობის შემთხვევაში ახალშობილთა გადარჩენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ
    იკარგება დრო ერთი კლინიკიდან მეორეში ტრანსპორტირებისას.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება კომფორტი და კარგი გარემო, რაც აუცილებელია მშობიარეს ფსიქოლოგიური განწყობისთვის.

გირჩევთ, მშობიარობამდე მიბრძანდეთ კლინიკებში, დასვათ შეკითხვები და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში და რა პირობებში დაიბადება თქვენი შვილი! ეს თქვენი უფლებაა!


altმუცლის ტკივილი მშობიარობის შემდგომ და სხვა პრობლემები - რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგისგან


ტეგები: მშობიარობა
2787
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```