როდისაა მშობიარობის შემდეგ სექსის „დრო“ როდისაა მშობიარობის შემდეგ სექსის „დრო“, ამ თემაზე ექიმი გინეკოლოგი, ჯანსაღი ცხოვრების საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი ელენა ბერეზოვსკაია გვიპასუხებს.
გინეკოლოგიის თვალსაზრისით, სექსუალური ურთიერთობების განახლებისთვის განსაზღვრული ვადები არ არსებობს. თუ სურვილია, სექსი მშობიარობის შემდეგაც შესაძლებელია. თუმცა, არსებობს ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი. პირველ რიგში, მშობიარობის შემდგომი გამონადენი ზრდის საშვილოსნოს და საშვილოსნოს მილების დაინფიცირების რისკს, რაც შეიძლება გაგრძელდეს 6-8 კვირის განმავლობაში. ეს არ არის სექსისგან თავშეკავების მიზეზი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი. მნიშვნელოვანია ის, რომ სექსის დროს არ იყოს ტკივილის შეგრნება. თუმცა, პირველ აქტს შეიძლება ახლდეს ტკივილი. თქვენი რეპროდუქციული სისტემა ნორმაში მოვა 4-8 კვირის შემდეგ. პირველ ხანებში სექსი არ უნდა იყოს ინტენსიური.
სექსი ეხმარება ექიმს გართულებების გამოვლინებაში.
მშობიარობის შემდეგ 6-10 კვირაში სასურველია ვიზიტი გინეკოლოგთან. რაც მეტი დრო გავა მშობიარობიდან, მით ნაკლები იქნება ტკივილის შეგრძნება.
როდის „შეიძლება“ საკეისროს შემდეგ?
სრულფასოვანი ნაწიბურების ფორმირებისთვის მინიმუმ 6 თვეა საჭირო. ამ ხნის განმავლობაში სექსს შეიძლება თან ახლდეს დისკომფორტი. სჯობს რამდენიმე კვირით გადადოთ სქესობრივი ცხოვრება.
ყველაფერი ისე იქნება, „როგორც ადრე“?
ორსულობის დროს სისხლში და ქსოვილებში იმატებს ჰორმონ რელაქსინის დონე, რომელსაც მყესების „დამარბილებელი“ ეფექტი აქვს. თავის ადრინდელ მდგომარეობას მშობიარობიდან 2-3 თვის შემდეგ უბრუნდება. ორგანიზმის დახმარება სპორტის დახნმარებით შეიძლება. პირველ კვირებში დატვირთეთ მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი, ხოლო 4-6 კვირის შემდეგ შეიძლება ჩართოთ პრესი.
სექსის სურვილის არქონა - ნორმალურია
ბავშვის დაბადებასთან ერთად ქალს ახალი ცხოვრება ეწყება, რომელიც სავსეა დედობის განცდის სასიამოვნო მომენტებით. მაგრამ ამასთან, იმატებს სტრესის ჰორმონი - უძილობის, გადაღლის და ნერვიულობის ფონზე. სექსისადმი უინტერესო დამოკიდებულება უმრავლესობისთვის ნორმალურია. ზოგიერთს ფსიქოლოგის დახმარებაც ესაჭიროება, ვიღაც თვითონ სძლევს ამ პრობლემას. ძალიან ბევრია დამოკიდებული პარტნიორზე, მის თანაგრძნობაზე. ასეთ დროს წამყვანი როლი აგზნებას აქვს, რადგან სწორედ ის არის მთავარი ფაქტორი კომფორტული და სასიამოვნო სექსისა.
ძუძუთი კვება ვერ შეცვლის კონტრაცეპტივს
ძუძუთი კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტაციური ამენორეა, როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება და ქალს არ აქვს ციკლი. თუ თქვენ არ გეგმავთ ახალ ორსულობას, იფიქრეთ უფრო საიმედო დაცვაზე. მშობიარობის შემდეგ შეიძლება ნებისმიერი კონტრაცეფციის გამოყენება (მაგ სპირალი, რომელიც მშობიარობიდან 6 თვეში შეიძლება ჩაიდგათ). ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება მშობიარობიდან 6-8 კვირის შემდეგ შეიძლება. უფრო ადრე გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თრომბი...
როგორ იცვლება სქესობრივი ცხოვრება მშობიარობის შემდეგ