მეცნიერებმა შეისწავლეს მშობიარობის დროს სამედიცინო ჩარევების შედეგები 5 წლამდე ბავშვებში ბავშვებს, რომლებიც სამედიცინო ჩარევის-სტიმულაციის, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მეტი რისკი მათთან შედარებით, ვინც სპონტანური ვაგინალური გზით დაიბადნენ. ეს გახლავთ სიდნეის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგი.
მეცნიერებმა შეისწავლეს მშობიარობის დროს სამედიცინო ჩარევების შედეგები 5 წლამდე ბავშვებში. სამედიცინო ჩარევაში იგულისხმება: საკეისრო კვეთა, მაშების გამოყენება, ნაყოფის ვაკუუმ ექსტრაქცია ან ჰორმონების გამოყენება მშობიარობის დაჩქარების მიზნით. ჩამონათვალში არ შედის გაუტკივარება (ეპიდურული გაუტკივარება).
2000-2008 წლებში, ასტრალიაში ჩრდილო უელსში გამოიკვლიეს 500 000 ჯანმრთელი ქალი და მათი შვილები. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ 2013 წლამდე.
"აღმოჩნდა, რომ მშობიარობის დროს, სამედიცინო ჩარევისას პირველ 28 დღეს ახალშობილებს აღენიშნებოდათ სიყვითლე, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხეულის დაბალი ტემპერატურა", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ჰანა დალენი.
რაც შეეხებათ "საკეისროს ბავშვებს" (განსაკუთრებით თუ ოპერაცია იყო ექსტერნი), 5 წლის ასაკში აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება, ბრონქიტი და ეგზემა იმ ახალშობილებთან შედარებით, რომლებიც ფიზიოლოგიური მშობიარობით დაიბადნენ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს მოვუწოდებთ მხოლოდ ბუნებრივი გზით მშობიარობისკენ.
პროფესორი დალენი აღნიშნავს, რომ კვლევის მიზანი იყო მშობიარეების ინფორმირება მედ პერსონალის მხრიდან გრძელვადიან გართულებების თაობაზე. ბოლო პერიოდში მომრავლდა მშობიარის სურვილით (და არა სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე) ჩატარებული საკეისრო კვეთით ბავშვის გაჩენა. ობიექტური მონაცემებისა და სიტუაციის შეფასება მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
საკეისრო კვეთა - ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა მსოფლიოში. ავსტრალიისთვის ეს კვლევა ძალიან აქტუალურია, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით საკესირო კვეთის პროცენტული მაჩვენებელი უნდა იყოს - 10-15%.