ახლახან დასავლეთის ერთ-ერთ პორტალზე წავაწყდით ახალგაზრდა დედის ანგარიშს, რომელმაც ფოტოზე დააფიქსირა ის, რითაც იკვებებოდა ერთ-ერთ სამშობიარო სახლში. გთავაზობთ ამ ფოტოებს იაპონიის სამშობიაროდან. ასეთ ასორტიმენტს ვერ შეხვდებით რესტორანშიც კი. როდესაც საუბარია სამშობიარო სახლზე, ძნელად თუ წარმოვიდგენთ იმ საკვებს, რომელიც ძვირად ღირებულ რესტორანში არის წარმოდგენილი. ფოტოები გადაღებულია ერთ-ერთი პაციენტის მიერ, რომლის გვარი ჯენკინსია.
მშობიარეების მენიუ ასეთია: მიდიები, პასტა ზღვის პროდუქტები, სტეიკი, ახალი ხილი, დესერტი (ტირამისუ, ყავა...) და უამრავი ძვირფასი კერძი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო კლინიკაა, პაციენტების ყველა ხარჯს სადაზღვევო კომპანია იხდის. თუმცა საინტერესო ისაა, მშობიარობის შემდგომ, როცა ჩვენებური გაგებით გარკვეული დიეტაა საჭირო, რამდენად სასარგებლოა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, იაპონიაში ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ.