ჰოლივუდის ვარსკვლავმა სახლში იმშობიარა - მის ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს - მშობლები

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სახლში იმშობიარა - მის ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს

2019-03-27 08:34:14+04:00

ცნობილი მსახიობი ჰილარი დაფი შარშან ოქტომბერდში გახდა დედა მეორედ - გოგონა გააჩინა. მაშინვე გამოაჩინა ბავშვის ფოტო, თუმცა ბავშვის დაბადების ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა.

ჰილარიმ და მეთიუმ გოგონას ბენქსი დაარქვეს. 5 თვის თავზე ჰილარიმ გადაწყვიტა, რომ მშობიარობის ამსახველი ვიდეო სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

- დიდხანს ვფიქრობდი, ასეთი პირადული მომენტი გამეზიარებინა თუ არა, - ამბობს მსახიობი, რომელმაც ბავშვი სახლში გააჩინა, პატარა გასაბერ აუზში - სწორედ ამ ფორმით მშობიარობს ბოლო დროს ბევრი ქალი ამერიკაში, თუმცა ექიმების გარკვეული ნაწილი ამაში დიდ რისკებს ხედავს.

ჰილარის თქმით, მშობიარობას ესწრებოდა არა მხოლოდ ბავშვის მამა, არამედ ჰილარის დედა, დები და 6 წლის ვაჟი ლუკა. არქივულ ვიდეოს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

mshoblebi

mshoblebi