ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი მშობიარობა გადაიღო - "გადავწყვიტე, თავად ვყოფილიყავი საკუთარი თავის ფოტოგრაფი..."
ქართველი ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი მშობიარობა გადაიღო - "გადავწყვიტე, თავად ვყოფილიყავი საკუთარი თავის ფოტოგრაფი..."
მსოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა მშობიარობის გადაღება. ბავშვის დაბადების პირველი წუთები უკვე ბევრმა ქართველმა ფოტოგრაფმაც გადაიღო, თუმცა ძნელად მოიძებნება ისეთი ფოტოგრაფები, რომლებმაც საკუთარი მშობიარობა თავადვე გადაიღეს. სწორედ ასეთი ფოტოგრაფი გახლავთ მარიამ ჭილაია, რომელიც მოგვიყვება მისი ყველაზე საამაყო ფოტოპროექტის შესახებ:

- აქამდე თუ დასწრებიხართ ან გადაგიღიათ მშობიარობა?

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

- მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვიღებ პორტრეტებს, ქორწილებს, ახალშობილებს სტუდიაში და მქონია შეხება ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრთან, არასოდეს გადამიღია მშობიარობის პროცესი. ზოგადად, ფოტოგრაფიაში ეს ახალი სიტყვა,

რაც ახალი სიცოცხლის პირველი წუთების დაფიქსირებას უკავშირდება, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე დროა, რაც შემოვიდა. როდესაც ორსულობის ამბავი შევიტყვეთ, დიდი სურვილი მქონდა ჩემს შვილთან პირველი შეხვედრის კადრები მქონოდა.


- წინასწარ გქონდათ გადაწყვეტილი, რომ გადაიღებდით მშობიარობას?

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

- რამდენიმე მეგობარი კოლეგასგან შემოთავაზებაც მივიღე, დასწრებოდნენ და გადაეღოთ ჩემი შვილის ახალ სამყაროში შემოსვლა. მთელი 8 თვე ვფიქრობდი, ვის შეიძლებოდა გადაეღო ისეთი კადრები, როგორიც თავად მსურდა. სწორედ ამ ძიებაში გადავწყვიტე, თავად ვყოფილიყავი საკუთარი თავის ფოტოგრაფი, მაგრამ პრაქტიკაში ამას რამდენად შევძლებდი, ნამდვილად არ ვიცოდი, რადგან ეს არ იყო საკეისრო კვეთა, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობა, რომელიც პირველად 6 წლის წინ გამოვცადე.


- გთხოვთ აგვიღწეროთ თქვენი განცდები, როგორ მოახერხეთ, რომ ასეთ დროს გადაგეღოთ
ასეთი საოცარი კადრები

mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi

- გააზრებული მქონდა მშობიარე ქალის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამის გამო ერთგვარი შიშიც მქონდა, ტკივილებთან ერთად რამდენად შევძლებდი გავმკლავებოდი ყოველივეს. ექიმებისგან წინასწარ ვითხოვე თანხმობა, რომ კამერა მაინც თან მქონოდა და გავრისკე. მშობიარობა გამთენიისას დამეწყო. ყველა ის ნივთი, რაც სამშობიაროში მჭირდებოდა, ჩემს მეუღლეს მოჰქონდა, მე კი კამერით ხელში მივედი პალატამდე. საოცარი ექიმების ხელში, რა თქმა უნდა, გამიმარტივდა მშობიარობა, თუმცა ის, რომ კამერა ხელში მეჭირა, იმხელა ძალას მაძლევდა თითქოს ორი ადამიანი ვიყავი, ერთი მშობიარე დედა, ხოლო მეორე - ახალი სიცოცხლის მოლოდინში მყოფი ფოტოგრაფი. ამიტომ, ბავშვის დანახვის პირველი ემოციებიც ანალოგიური იყო, დედობრივი ყველა განცდა ერთად იყრიდა თავს, თუმცა მარჯვენა ხელში კამერა მახსენებდა, რომ ვიყავი ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა გადაეღო საკუთარი შვილის პირველი სუნთქვა. ყველაფერმა რომ ჩაირა და სახლში რომ დავბრუნდი, ფოტოების ხილვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მე ეს შევძელი. ეს იყო ყველაზე ღირებული ფოტოსესია და ყველაზე სასიამოვნო ბრძოლა ჩემს ცხოვრებაში.

mshoblebi
მარიამი მეუღლესთან ერთად

სალომე გორგოშიძე

 

3967
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```