დედამ ტყუპისცალები სამთვიანი ინტერვალით გააჩინა - უნიკალური შემთხვევა
დედამ ტყუპისცალები სამთვიანი ინტერვალით გააჩინა - უნიკალური შემთხვევა
უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა ურალის პერინატალურ ცენტრში. 29 წლის ლილია კონოვალოვამ ტყუპი სამთვიანი ინტერვალით გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ჯანმრთელობის სამინისტრო აქვეყნებს.
ქალმა ჯერ 25 კვირის გოგონა გააჩინა, ორი თვისა და 16 დღის შემდეგ კი ვაჟიც მოევლინა ქვეყანას. ეს ყველასთვის სასწაული იყო, ექიმები კი ამ მოვლენას დედის ორმაგი საშვილოსნოთი ხსნიან.

სტატისტიკის თანახმად, მსგავს შემთხვევაში ბავშვის გადარჩენის ალბათობა 50 მილიონში ერთია. თუმცა, როგორც ყაზახეთის ჯანმრთელობის სამინისტრო აცხადებს, პატარებიც და დედაც თავს კარგად
გრძნობენ.

mshoblebi

ლილიამ 25 კვირს გოგონა 24 მაისს გაჩინა. ის 850 გრამს იწონიდა, სიმაღლეში კი 42 სანტიმეტრი იყო. ბიჭი კი 9 აგვისტოს დაიბადა. გოგონასგან განსხვავებით, ის 2,9 კილოგრამს იწონიდა, სიმაღლეში კი 50 სანტიმეტრი იყო.
ორმაგი საშვილოსნო იშვიათი დაავადებაა, რომლის დადგენაც შესაძლოა ვერასდროს მოხერხდეს. ქალმა მის შესახებ არაფერი იცის ორსულობის ან მშობიარობის დროსაც კი. ორმაგი საშვილოსნო ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება, როცა საშვილოსნოს მილები ერთ საერთო საშვილოსნო ღრუს განვითარების ნაცვლად, ცალ-ცალკე ივითარებენ საშვილოსნოს.
2355
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```