უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა ურალის პერინატალურ ცენტრში. 29 წლის ლილია კონოვალოვამ ტყუპი სამთვიანი ინტერვალით გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ჯანმრთელობის სამინისტრო აქვეყნებს.
ქალმა ჯერ 25 კვირის გოგონა გააჩინა, ორი თვისა და 16 დღის შემდეგ კი ვაჟიც მოევლინა ქვეყანას. ეს ყველასთვის სასწაული იყო, ექიმები კი ამ მოვლენას დედის ორმაგი საშვილოსნოთი ხსნიან.
სტატისტიკის თანახმად, მსგავს შემთხვევაში ბავშვის გადარჩენის ალბათობა 50 მილიონში ერთია. თუმცა, როგორც ყაზახეთის ჯანმრთელობის სამინისტრო აცხადებს, პატარებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
ლილიამ 25 კვირს გოგონა 24 მაისს გაჩინა. ის 850 გრამს იწონიდა, სიმაღლეში კი 42 სანტიმეტრი იყო. ბიჭი კი 9 აგვისტოს დაიბადა. გოგონასგან განსხვავებით, ის 2,9 კილოგრამს იწონიდა, სიმაღლეში კი 50 სანტიმეტრი იყო.
ორმაგი საშვილოსნო იშვიათი დაავადებაა, რომლის დადგენაც შესაძლოა ვერასდროს მოხერხდეს. ქალმა მის შესახებ არაფერი იცის ორსულობის ან მშობიარობის დროსაც კი. ორმაგი საშვილოსნო ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება, როცა საშვილოსნოს მილები ერთ საერთო საშვილოსნო ღრუს განვითარების ნაცვლად, ცალ-ცალკე ივითარებენ საშვილოსნოს.