რა ხდება ჩვილის დაბადებიდან პირველ ერთ საათში და რისი გადატანა უწევთ ახალშობილებს
რა ხდება ჩვილის დაბადებიდან პირველ ერთ საათში და რისი გადატანა უწევთ ახალშობილებს
იდეალურ სამყაროში ასე ხდება: ახალშობილს, რომელსაც ჯერ კიდევ ჭიპლარი არ აქვს გადაჭრილი, აწვენენ დედის მკერდზე. ამას ჰქვია კანით კანზე კონტაქტი და ერთი საათი სრულ სიმშვიდეში. 9 თვის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მოგეცათ შანსი, დაუთვალიეროთ ხელის და ფეხის თითები, ჩახედოთ თვალებში...

როგორც გამოკვლევები გვაჩვენებს, ის, რაც დაბადების შემდგომი ერთი საათის მანძილზე ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მაშინ ეყრება საფუძველი დედასა და ბავშვს შორის მთავარ ემოციურ კავშირს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

რა ხდება დაბადების შემდგომი ერთი საათის განმავლობაში?

ახალშობილმა სწრაფად უნდა მოახდინოს ახალ გარემოში ადაპტირება: დამოუკიდებლად სუნთქვა, დაიწყოს ძუძუს წოვა, სმენა და მხედველობა შეაგუოს ხმებსა და მკვეთრ შუქს. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ინსტინქტური ფიზიოლოგიური პროგრამების წყალობით სწორედ მაშინ, როდესაც ბავშვი წევს დედის მკერდზე. ეს ყველაფერი მოიცავს 9 სტადიას.
  • სტადია 1 - ტირილი. ახალშობილის ფილტვები ივსება ჰაერით, მისი ხმის იოგები პირველად იწყებს მუშაობას და ხმამაღალი ტირილით აუწყებს სამყაროს თავის დაბადებას. როდესაც მას დედის მკერდზე აწვენენ, ის თანდათან მშვიდდება, რადგან უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
  • სტადია 2 - დასვენება. თვალები დახუჭული აქვს, მუშტები გახსნილი, სუნთქავს მშვიდად და ისვენებს იმ ყველაფრისგან, რა დაბრკოლებების გადალახვაც მოუხდა.
  • სტადია 3 - გამოფხიზლება. დაბადებიდან 5-10 წუთში
    ახალშობილი იწყებს თავისა და მხრების მოძრაობას, ახელს თვალებს, პირს და გამოსცემს ხმებს.
  • სტადია 4 - აქტიურობა. ბავშვის მოძრაობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ირთვება წოვის ინსტიქტი.
  • სტადია 5- დასვენება. ამ აქტიურობების შემდეგ ისევ იძინებს და ემზადება მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის.
  • სტადია 6 - ხოხვით ძუძუსკენ. ბავშვი იბადება ე.წ. "ავტომატური ხოხვის ინსტინქტით". ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ მიაღწიოს დედის ძუძუმდე.
  • სტადია 7 - "ურთიერთობა" ძუძუსთან. ახალშობილის შეხება ძუძუსთან როგორც დედაში, ასევე ბავშვში იწვევს "სიყვერულისა და მიჯაჭვულობის" ჰორმონის - ოქსიტოცინის გამოტყორცნას, რაც იწვევს ემოციურ მიჯაჭვულობას დედა-შვილს შორის. დედის სარძევე ჯირკვლებში აქტიურდება სასარგებლო ნივთიერება - ხსენის გამომუშავება.
  • სტადია 8 - წოვა. დაბადებიდან 45-60 წუთში ბავშვი პირველად იწყებს ძუძუს წოვას.
  • სტადია 9 - ძილი. დედა და შვილი მშვიდად იძინებენ, რათა აღიდგინონ მშობიარობის შემდგომი ძალები.
mshoblebi

რითია სასარგებლო "ოქროს საათი"?

ახალშობილებს, დიდებისგან განსხვავებით, არ აქვთ ცხიმის ფენა. ამიტომ მათ სხეულს არ აქვს უნარი შეუფარდოს სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპარატურას. თუ ახალშობილს შესცივდება, მის ორგანიზმს დასჭირდება საკმაოდ დიდი ენერგია იმისთვის, რომ დაასტაბილუროს სხეულის ტემპერატურა.
"კანით კანზე" კონტაქტი ეხმარება სუნთქვის ორგანოების მუშაობის ნორმალიზებას, რომლებმაც ეს ესაა დაიწყეს მუშაობა. ასევე ამ დროს სტაბილურდება გულისცემის სიხშირე, ხსენის მიღების დროს კი მცირდება ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე) განვითარების რისკი.
ხანგრძლივდება ჭიპლარის გადაჭრის მომენტი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სანამ ჭიპლარი პულსირებს, ახალშობილს მიეწოდება ჟანგბადი ჭიპლარიდან, რაც მას საშუალებას აძლევს მშვიდად ისწავლოს სუნთქვა ფილტვებით. გარდა ამისა, სანამ პატარა წევს დედის მკერდზე, ის დამატებით იღებს ჭიპლარიდან სისხლის წითელ უჯრედებს, რაც ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარებას ახალშობილებში.

იმუნური სისტემის ბუნებრივი აქტივიზაცია

დაბადებისას ახალშობილი სტერილური გარემოდან ხვდება საკმაოდ არასტერილურ, დედის ბაქტერიებით სავსე გარემოში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც საჭიროა იმუნური უჯრედების გამოსამუშავებლად. მაშინაც კი, თუ მშობიარობა არ იყო ვაგინალური და მოხდა საკეისრო კვეთა, "კანით კანზე" კონტაქტი ბავშვის იმუნურ სისტემას მაინც აძლევს საშუალებას შეხვდეს დედის ბაქტერიებს. დედის გვერდზე ყოფნა ნიშნავს უსაფრთხოებას, სითბოს და დანაყრებას. განშორება კი საფრთხეა მისი სიცოცხლისთვის.
როდესაც ახალშობილი ცალკეა დედისგან, ის ხმამაღლა აპროტესტებს ამას, რითიც ცდილობს ყურადღების მიქცევას. თუ ამის მიუხედავად, დედასთან კონტაქტი არ მოხდება, ბავშვს უვითარდება ე.წ. სეპარაციის ეფექტი.
mshoblebi

პლაცენტის ადვილად მოშორება.

სანამ ახალშობილი გიწევთ მკერდზე, მშობიარობა ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან პლაცენტა ჯერ არ მოცილებია საშვილოსნოს კედლებს. ბავშვთან "კანით კანზე"კონტაქტი იწვევს დედის სისხლში ჰორმონ ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს საშვილოსნოს კედლებს და პლაცენტა ადვილად სცილდება მის კედლებს.
"ოქროს საათის" უპირატესობა ეხება როგორც დედას, ისევე მამას. თუ დედას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან დამატებითი მანიპულაციები და ვერ ხერხდება დედასთან "კანით კანზე" კონტაქტი, მაშინ მამა იკისრებს დედის მოვალეობას.
7348
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?