როგორც გამოკვლევები გვაჩვენებს, ის, რაც დაბადების შემდგომი ერთი საათის მანძილზე ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მაშინ ეყრება საფუძველი დედასა და ბავშვს შორის მთავარ ემოციურ კავშირს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
სტადია 1 - ტირილი. ახალშობილის ფილტვები ივსება ჰაერით, მისი ხმის იოგები პირველად იწყებს მუშაობას და ხმამაღალი ტირილით აუწყებს სამყაროს თავის დაბადებას. როდესაც მას დედის მკერდზე აწვენენ, ის თანდათან მშვიდდება, რადგან უსაფრთხოდ გრძნობს თავს. სტადია 2 - დასვენება. თვალები დახუჭული აქვს, მუშტები გახსნილი, სუნთქავს მშვიდად და ისვენებს იმ ყველაფრისგან, რა დაბრკოლებების გადალახვაც მოუხდა. სტადია 3 - გამოფხიზლება. დაბადებიდან 5-10 წუთში ახალშობილი იწყებს თავისა და მხრების მოძრაობას, ახელს თვალებს, პირს და გამოსცემს ხმებს. სტადია 4 - აქტიურობა. ბავშვის მოძრაობა სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ირთვება წოვის ინსტიქტი. სტადია 5- დასვენება. ამ აქტიურობების შემდეგ ისევ იძინებს და ემზადება მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის. სტადია 6 - ხოხვით ძუძუსკენ. ბავშვი იბადება ე.წ. "ავტომატური ხოხვის ინსტინქტით". ეს მას სჭირდება იმისთვის, რომ მიაღწიოს დედის ძუძუმდე. სტადია 7 - "ურთიერთობა" ძუძუსთან. ახალშობილის შეხება ძუძუსთან როგორც დედაში, ასევე ბავშვში იწვევს "სიყვერულისა და მიჯაჭვულობის" ჰორმონის - ოქსიტოცინის გამოტყორცნას, რაც იწვევს ემოციურ მიჯაჭვულობას დედა-შვილს შორის. დედის სარძევე ჯირკვლებში აქტიურდება სასარგებლო ნივთიერება - ხსენის გამომუშავება. სტადია 8 - წოვა. დაბადებიდან 45-60 წუთში ბავშვი პირველად იწყებს ძუძუს წოვას. სტადია 9 - ძილი. დედა და შვილი მშვიდად იძინებენ, რათა აღიდგინონ მშობიარობის შემდგომი ძალები.
"კანით კანზე" კონტაქტი ეხმარება სუნთქვის ორგანოების მუშაობის ნორმალიზებას, რომლებმაც ეს ესაა დაიწყეს მუშაობა. ასევე ამ დროს სტაბილურდება გულისცემის სიხშირე, ხსენის მიღების დროს კი მცირდება ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი დონე) განვითარების რისკი.
ხანგრძლივდება ჭიპლარის გადაჭრის მომენტი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სანამ ჭიპლარი პულსირებს, ახალშობილს მიეწოდება ჟანგბადი ჭიპლარიდან, რაც მას საშუალებას აძლევს მშვიდად ისწავლოს სუნთქვა ფილტვებით. გარდა ამისა, სანამ პატარა წევს დედის მკერდზე, ის დამატებით იღებს ჭიპლარიდან სისხლის წითელ უჯრედებს, რაც ამცირებს რკინადეფიციტური ანემიის განვითარებას ახალშობილებში.
როდესაც ახალშობილი ცალკეა დედისგან, ის ხმამაღლა აპროტესტებს ამას, რითიც ცდილობს ყურადღების მიქცევას. თუ ამის მიუხედავად, დედასთან კონტაქტი არ მოხდება, ბავშვს უვითარდება ე.წ. სეპარაციის ეფექტი.
"ოქროს საათის" უპირატესობა ეხება როგორც დედას, ისევე მამას. თუ დედას ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან დამატებითი მანიპულაციები და ვერ ხერხდება დედასთან "კანით კანზე" კონტაქტი, მაშინ მამა იკისრებს დედის მოვალეობას.