
ბევრ ქალს სურვილი აქვს, რომ პირველად თვითონ შეეხოს თავის პირმშოს. ქალს აცმევენ თათმანებს, იღებენ იმ ფარდას, რომელიც ჩამოფარებული აქვს მომავალ დედას და საკეისრო კვეთის შემდეგ მას თავისი ხელებით ამოჰყავს ბავშვი და იწვენს მკერდზე, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ფიზიკურად როგორ არის შესაძლებელი ეს ყველაფერი.

ასეთ ოპერაციას წინ უძღვის ფსიქოლოგიური მუშაობა მომავალ დედასთან. მას უხსნიან, რომ წინ ელოდება სერიოზული ქირურგიული ჩარევა, რასაც თან ახლავს სისხლი, ინსტრუმენტები და ა.შ. "გლამურულ მშობიარობას" ასევე თან ახლავს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ასპექტი: ბევრი დედა, რომელთაც ჩაუტარდათ საკეისრო კვეთა, თავს არ თვლიან 100%-იან დედად, რადგან არ მონაწილეობენ მშობიარობის პროცესში. "გლამურული მშობიარობა" კი ფარავს ამ ფსიქოლოგიურ მომენტს.

უნდა დაესწროს თუ არა უფროსი შვილი დედის მშობიარობას - ფოტო, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა