ყოველ შემთხვევაში, ბებიები, მეზობლები, ნაცნობები, ყველა, ვისაც არ ეზარება, აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს.
ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საახალწლო სუფრას და ნერწყვის ყლაპვით შეჰყურებ სხვებს.
დროც შეიცვალა და შეხედულებებიც.
არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით.
მაშ ასე, თუ პატარა ძუძუზე გყავს, გირჩევ, არ მიიღო:
- სუნელებიანი საკვები
- უმი ხახვი
- ნივრის შემცევლი საკვები
რატომ?
იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლადარ დაივიწყო, შეზღუდო:
- მაგარი ჩაი
- მაგარი ყავა
- კოლები
კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.
მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო.
სულ ესაა!
ნუ გამოაკლდები დღესასწაულებს!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე