დარწმუნებული ვარ, ბევრს გგონიათ, რომ მეძუძურ ქალს მკაცრი დიეტა სჭირდება.
ყოველ შემთხვევაში, ბებიები, მეზობლები, ნაცნობები, ყველა, ვისაც არ ეზარება, აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს.
ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საახალწლო სუფრას და ნერწყვის ყლაპვით შეჰყურებ სხვებს.
დროც შეიცვალა და შეხედულებებიც.
არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით.
კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.
მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო.
სულ ესაა!
ნუ გამოაკლდები დღესასწაულებს!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე