გოგონები და ბიჭები ერთმანეთისგან უფრო მეტად განსხვავდებიან, ვიდრე გვგონია. პირველი განსხვავება ჯერ კიდევ დაბადებამდე იჩენს თავს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ მომავალი ვაჟები ჯერ კიდევ დაბადებამდე ავლენენ თავს და მომავალ დედიკოს უფრო მეტ საზრუნავს უჩენენ, ვიდრე გოგონები.
აი, ეს 5 დამატებითი საზრუნავიც:
1. ავად გახდომი რისკი უფრო მაღალია
მხოლოდ ნაყოფი კი არ არის დამოკიდებული დედაზე, დედის ჯანმრთელობაც ნაყოფზეა დამოკიდებული. საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი იკვებება, ძინავს და ნარჩენებს გამოყოფს. ამ ნარჩენებს დედის ორგანიზმში ანთებების გამოწვევა შეუძლიათ და ამაში ბიჭები გოგონებს "უსწრებენ" - ბიჭზე ორსულ ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ანთება, ვიდრე მომავალი გოგონას დედებს.
2. ბიჭებში უფრო მაღალია ნაყოფის განვითარების შეფერხების რისკები
ეს ბუნებისგანაა განპირობებული. ევოლუცია ბიჭებზე უფრო ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს. გოგონებში უფრო იშვიათია გენეტიკური დარღვევები და მუტაციები. თანდაყოლილი დეფქტები, როგორიცაა თიაქარი, სიყრუე, სიელმე, მეტყველების დარღვევები ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება.
3. მშობიარობის გართულების რისკი უფრო მაღალია
სპეციალისტები ამბობენ, რომ ბიჭები გარემოს ცვლილების მიმართ უფრო სუსტები და დაუცველები არიან. დაავადებებისგან დამცავი ბარიერი მათ უფრო სუსტი აქვთ, გოგონები მტკივნეულ ცვლილებებს უკეთ უმკლავდებიან. ამიტომაც მშობიარობის პროცესი, რომელიც ძლიერი ტრავმაა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის, მამრობითი სქესის ნაყოფს უფრო რთულად გადააქვს. სხვათა შორის, ბიჭები ემოციურად უფრო მგძნობიარენი არიან, ვიდრე გოგონები.
4. ბიჭები უფრო დიდი წონის იბადებიან
დაბადებისდას ბიჭის საშუალო სიმაღლე 50-52 სანტიმეტრია, გოგონების - 49-51 სანტიმეტრი. შესაბამისად, მეტია ბიჭის წონაც. რაც მეტი წონისაა ნაყოფი, მით უფრო რთულია მშობიარობა. ექტრემალური საკეისრო კვეთის მაჩვენებელიც უფრო მაღალია, თუ ვაჟი იბადება. ეს დასკვნა კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
5. ნევროლოგიური დარღვევების რისკი მეტია სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბიჭებს უფრო ხშირად უსვამენ ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზს, ვიდრე გოგონებს. ამ დაავადების საფუძველი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ისახება. ორსულობისას გამოიყოფა მნიშვნელოვანი ნივთიერება - სპერმინი. თუ მისი კონცენტრაცია მეტისმეტად დაბალია, ნაყოფში ნევროლოგიური გადახრების შანსები მატულობს. უფრო ხშირად სპერმინის დონე კლებულობს მაშინ, როცა ქალი ბიჭზეა ორსულად. გოგონების შემთხვევაში ეს ნივთიერება ზოგჯერ ზედა ზღვარს ცდება და პროეკლამპსიის განვითარებას იწვევს, რაც ორსულობის ერთ-ერთი სახიფათო გარულებად ითვლება.
თუ თქვენი გამოცდილება ამ ყველაფერს ადასტურებს, ან პირიქით, უარყოფს, შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ.