3 შვილის დედა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას, კადრების ნახვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც ფულს გადაიხდის
3 შვილის დედა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას, კადრების ნახვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც ფულს გადაიხდის

39 წლის კარლა ბელუჩი სამი შვილის დედაა და ახლა მეოთხეს ელოდება. მშობიარობის ვადა უკვე საკმაოდ ახლოსაა. კარლა პროფესიით მოდელია, თუმცა არც ისე წარმატებული. ინსტაგრამზე ასი ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა დღეს ამ რაოდენობით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. ამიტომ რეკლამის დამკვეთების რიგი ნამდვილად არ უდგას და მრავალშვილიანი დედა სულ შემოსავლის ძიებაშია. ფეხმძიმობას მუშაობაში ხელი არ შეუშლია, პირიქით, ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენა და ერთ-ერთ საიტზე საორსულე თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობს.
mshoblebi
ორსულობის თვეებში მან 40 000 ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეძლო. მეტიც, ახლა უკვე ფინალური კუშის მოსახსნელად
ემზადება - კარლა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას და ამ კადრებზე წვდომას ჰყიდის, ანუ მისი მშობიარობის ყურება ნებისმიერ მსურველებს 10 000 ფუნტ სტერლინგად შეეძლება. მსურველები უკვე გამოჩდნენ კიდეც.
"ჩემი მშობიარობის პირდაპირი ეთერი მსურდა რომელიმე ჟურნალს ან ტელეშოუს შეეძინა, მაგრამ არც ისეთი ცნობილი ვარ, ჩემით რომ დაინტერესებულიყვნენ“, - განმარტავს კარლა.
მომავალი დედა ბევრმა გაკიცხა „ყველაზე წმინდა და პირადული პროცესის“ გასაჯაროვებისთვის, განსაკუთრებით კი ამ ყველაფრიდან შემოსავლის მიღების სურვილისთვის. თუმცა კარლას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

mshoblebi
კარლა ბელუჩიმ პირველად ინტერნეტმომხმარებლებს შორის სკანდალი მაშინ გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ 14 წლის ქალშვილისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.
„არ მაინტერესებს ჩემი გოგონას განათლება, განსხვავებით ბიჭების განათლებისგან. ის გოგოა და პირველ რიგში, გარეგნობის იმედი უნდა ჰქონდეს, რათა უზრუნველყოფილად
იცხოვროს. იდეალური გარეგნობა უნდა ჰქონდეს. ახლა კარდაშიანის მრგვალი და ფუმფულა ფორმები მოსწონს. როცა 16 წლის გახდება, ფილერებს გაიკეთებს და ამაშიც მხარს დავუჭერ. თუ უნდა, რომ გავლენიანი ბლოგერი და რეალითი შოუს ვარსკვლავი გახდეს, პლასტიკური ოპერაციები მისი ცხოვრების განაწესში შევა. ლამაზია, მაგრამ ოპერაციების შემდეგ კიდევ უფრო გალამაზდება“, - აცხადებდა კარლა. ამ სიტყვების გამო მას ჰეითერების საკმაოდ დიდი ტალღის მოგერიება მოუხდა. ახლა კი ბევრი სოცმომხმარებელი იმედოვნებს, რომ კარლას ამჯერადაც ბიჭი გაუჩნდება და კიდევ ერთ ქალშვილს არ უბიძგებს ნაადრევი პლასტიკური ქირურგიისკენ.

4442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნანა
0
სამარცხვინო საუკუნეში ვცხოვრობთ, კატა და ძაღლი თუ არ ჯობდეს ახლა ამნაირ დედაკაცებს, სადღაც შეძვრებიან ხოლმე საცოდავი ცხოველები და ისე აჩენენ კნუტებს და ლეკვებს.
18:33 / 13-06-2021
ქალის მეტი ყველაფერია ეს არსება
0
ამას მარტივად და უბრალოდ ადამიანის, კერძოდ ქალის დეგრადირება ქვია!!! სულ გაგიჟდა საწყალი ხალხი!!!
15:22 / 10-06-2021
მსგავსი სიახლეები