თუმცა, გერმანელმა და ფრანგმა მკვლევარებმა აღწერეს ფიზიოლოგიური მექანიზმი და ყურადღება გაამახვილეს ქალის ცხოვრების წესზე. თუ ის კარგადაა, არ აქვს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, ლაქტაცია საკვერცხის ფუნქციის ჩახშობას წყვეტს და შანსი, რომ კვლავ დაორსულდეს, იზრდება. სტატია ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 84 განვითარებული ქვეყნიდან 2,7 მილიონ მშობიარობას ბოლო 45 წლის განმავლობაში დააკვირდნენ.
მკვლევარები ამ ფენომენს დედის ენერგეტიკულ ბალანსს უკავშირებენ. ცხოვრების რთულ პირობებში ქალს ხშირი ორსულობის რესურსი არ აქვს. ამიტომ, ბუნებამ ბუნებრივი კონტრაცეფციის საშუალება შექმნა ლაქტაციის სახით. ხოლო, ცხოვრების კარგ პირობებში ქალის ორგანიზმში ჩნდება ენერგია, რაც უფრო ხშირად მშობიარობის საშუალებას იძლევა.
შესაბამისად, ვისაც სჯერა, რომ ლაქტაცია აუცილებლად იცავს არასასურველი ორსულობისგან, ახლა ამ ფაქტს მეტი ეჭვის თვალით უნდა შეხედოს და სხვა გზებითაც დაიცვას თავი, თუ არ სურს ჯერ დაორსულება.