როგორც ისინი ამბობენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები რეკომენდაციის გამოქვეყნებისას მცირე მონაცემებს ეყრდნობოდნენ და მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მაგალითს იყენებდნენ.
ავსტრალიელი მკვლევარების აზრით, თუ ქალი კარგ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, ერთი წელი მოცდა არ არის აუცილებელი მშობიარობიდან შემდგომ დაორსულებამდე, რომ ბავშვებს შორის ორწლიანი განსხვავება იყოს. მეცნიერებმა
შედეგად, აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან შემდეგ დაორსულებამდე 6 თვემდე პერიოდსა და წელიწად-ნახევარს, ორ წელს შორის არანაირი განსხვავება არ იყო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ. არც აბორტი დასჭირვებიათ ქალებს, არც ნაადრევად უმშობიარიათ.
ამავე დროს, გართულების რისკი გაიზარდა იმ შემთხვევებში, როცა ქალებმა მშობიარობიდან შემდეგი ორსულობა 5 წელზე მეტი დროის შემდეგ დაგეგმეს. ახლა მკვლევარები აპირებენ შეისწავლონ, ამ რისკზე დედის ასაკი ხომ არ ახდენს გავლენას და თუ ეს ასე იქნება, მაშინ მომდევნო ორსულობაზე რეკომენდაცია სხვადასხვა ასაკის ქალისთვის განსხვავებული იქნება.
რაც შეეხება ამ შუალედის განხილვას ბავშვების აღზრდისა და დედის ფიზიკური დასვენების თვალსაზრისით, ამ მხრივ საუკეთესო ასაკობრივ შუალედად 2-3 წელი სახელდება, როდესაც დედა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ასწრებს ძალების აღდგენას და ბავშვებს შორის ასაკობრივი შუალედიც არ არის დიდი, რაც მათ დაახლოება-დამეგობრებას უწყობს ხელს.