მოდელმა აღიარა, რომ საკუთარი შვილის დაბადებას სარკეში უყურებდა. ექიმებს კი სთხოვა, ისე ემუშავათ, რომ სარკეში ყურებისას მისთვის ხელი არ შეეშალათ
მოდელმა აღიარა, რომ საკუთარი შვილის დაბადებას სარკეში უყურებდა. ექიმებს კი სთხოვა, ისე ემუშავათ, რომ სარკეში ყურებისას მისთვის ხელი არ შეეშალათ

ცნობილ ადამიანებს ინდივიდუალური და განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მშობიარობის საიდუმლოს მიმართ. ზოგი თავად ორსულობის ფაქტსაც კი მალავს, ზოგი კი მზად არის, მშობიარობისგან ნამდვილი შოუ შექმნას.

ცოტა ხნის წინ, მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ აღიარა, რომ საკუთარი შვილის დაბადებას სარკეში უყურებდა. მოდელმა ექიმებს სთხოვა, ისე მოეწყოთ ყველაფერი, რომ დეტალურად ენახა შვილის დაბადების პროცესი. ბევრი ამ ფაქტმა უარყოფითად განაწყო, თუმცა თავად ეიმილი ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი რამაა და ამაში ცუდი არაფერია.
mshoblebi
2011 წელს მომღერალ მარია ქერის ტყუპი - გოგონა და ვაჟი ლოს-ანჯელესის წმინდა მონიკას საავადმყოფოში დაიბადნენ.
თუმცა მომღერალმა მეუღლეს ერთი პირობა წამოუყენა. შვილები მუსიკის თანხლებით უნდა დაბადებულიყვნენ. მეტიც, ეს უნდა ყოფილიყო თავად მერია ქერის ცოცხალი შესრულების კონცერტიდან ნომრები. დამთხვევა იყო, მაგრამ მომღერლის შვილები სწორედ აპლოდისმენტების მომენტში დაიბადნენ - თითქოს მაყურებელი ბავშვებს ამ სამყაროში მოვლენას მიესალმა.
mshoblebi
ამ მეთოდის სრულიად საპირისპირო გზა აირჩია ქეით ჰოლმსმა. 2006 წელს მან გოგონა გააჩინა, მისი პარტნიორი კი საენტოლოგიის წარმომადგენელი იყო. ამ რელიგიური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეა არის ის, რომ ქალმა ჩუმად უნდა იმშობიაროს სახლში, ისე, რომ ხმამაღლაც არ ისუნთქოს. რადგან, თვლიან, რომ გარე ხმები ბავშვზე უარყოფით გავლენას ახდენს. ქეითს იმდენად უნდოდა საყვარელი მამაკაცისთვის თავის მოწონება, დასთანხმდა ამ წესს. თანამედროვე მედიცინა კი ფიქრობს, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელი და
არაადეკვატური ქცევაა.

მეგან მარკლიც, პრინცი ჰარის მეუღლე, ანალოგიურად გეგმავდა მშობიარობას, მაგრამ დანამდვილებით უცნობია, მოახერხა თუ არა გეგმის შესრულება. ნებისმიერ შემთხვევაში, აღსანიშნავია ის, რომ პრინც ჰარის იმდენად უყვარს ის, რომ დაესწრო როგორც პირველ, ასევე მეორე მშობიარობასაც.
mshoblebi
კლინიკაში მშობიარობა არ სურდა გასული საუკუნის სექს-სიმბოლოს, პამელა ანდერსონსაც. მსახიობმა ორივე ვაჟი საკუთარი სახლის აბაზანაში გააჩინა, იქვე მხოლოდ ბებიაქალი და ქმარი, ტომი ლი იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და ძალიან ბევრი ადამიანი გააოგნა იმით, თუ რატომ გადაწყვიტა სახლში მშობიარობა. საბედნიეროდ, ბიჭები ძლიერები და ჯანმრთელები დაიბადნენ.

mshoblebi
მსახიობ ჯესიკა ალბას არ სურდა მშობიარობა არც აბაზანაში და არც მინდორში. მხარს უჭერდა მხოლოდ ბუნებრივ მშობიარობას, საკეისრო კვეთის გარეშე. თუმცა, უფროსი ქალიშვილის დაბადებიდან ისეთი ცუდი გამოცდილება მიიღო, მომდევნო ორი ჰიპნოზის ქვეშ გააჩინა.

mshoblebi

ჰიპნომშობიარობა გასული საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ მხოლოდ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახდა პოპულარული, განსაკუთრებით ვარსკვლავურ დედებში. ქეით მიდლტონმა და სინდი კროუფორდმაც ამ მეთოდს მიმართეს. ჰიპნოზის ქვეშ მშობიარობა ქალს შესაძლებლობას აძლევს, ანესთეზიის, ტკივილისა და უარყოფითი გამოცდილების გარეშე გააჩინოს შვილი. თუმცა, ამისთვის მზადება მთელი ორსულობის პერიოდში მიმდინარეობს და ქალებს სპეციალურ კურსებს უტარებენ.

mshoblebi
მსახიობი ჰილარი დაფი მესამედ გახდა დედა. თუმცა, გულშემატკივრები მისი მშობიარობის დეტალებს აქტიურად განიხილავდნენ. მან გოგონა 2021 წლის 24 მარტს, გასაბერ აუზში, საკუთარი სახლის ეზოში, შვილების - 2 წლის ბენქსისა და 8 წლის ლუკის თანდასწრებით გააჩინა. უფრო მეტიც, მშობიარობის დროს ბენქსიც დედის გვერდით იყო წყალში.
mshoblebi
პლიუს ზომის მოდელმა, ეშლი გრემმა ასევე აირჩია მშობიარობა სახლში ბებიაქალისა და ქმრის თანდასწრებით. მშობიარობის დღესაც კი ეშლის ჩვეული რუტინა არ დაავიწყდა. ჭამა და შემდეგ იოგას მიმართა.

ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენად სურდა ეს თავად აიდა ფილდს, მომღერალ რობი უილიამსის მეუღლეს, თუმცა, სოციალურ ქსელში მისი მშობიარობის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ჩანს, რომ ის სახლში მშობიარობს, ბებიაქალისა და რობის თანდასწრებით და მეუღლესთან ერთად მღერის. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თაყვანისმცემლების მხრიდან.

ტროენ ბელისარიოსა და ჯესი კეივს სახლში მშობიარობა არ დაუგეგმავთ, თუმცა ორივე შემთხვევაში, მაინც ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა. მათმა შვილებმა იმდენად იჩქარეს, რომ საავადმყოფომდეც ვერ მიასწრეს.

alt3 შვილის დედა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას, კადრების ნახვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც ფულს გადაიხდის


11985
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები