"ჩვენ ყველანი ფაფით და იოგურტით ვართ დასვრილი... დედობისთვის წინასწარ ვერავინ მოგამზადებთ" - ვარსკვლავი დედების გულწრფელი ფრაზები მშობიარობის შემდეგ
"ჩვენ ყველანი ფაფით და იოგურტით ვართ დასვრილი... დედობისთვის წინასწარ ვერავინ მოგამზადებთ" - ვარსკვლავი დედების გულწრფელი ფრაზები მშობიარობის შემდეგ


ცნობილი ადამიანებს მშობიარობის შემდეგ ისევე აწუხებთ შეცვლილი სხეული, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს. არ სძინავთ საკმარისად ღამით, აქვთ პრობლემები და აღმერთებენ თავიანთ შვილებს, როგორც უმრავლესობა.

ჯენიფერ ლოპესი

"მახსოვს, ტყუპის დაბადებისთანავე უცნაური შეგრძნება მქონდა - ბედნიერებისგან მუცელი მიკანკალებდა და მომეწონა. ვფიქრობდი, რომ ეს დავიმსახურე."
mshoblebi

ეშლი გრემი

"როდესაც ვუყურებ ჩემს ახალ სტრიებს და სხეულში განხორციელებულ ცვლილებებს, მახსენდება, რომ ქალები სუპერგმირები ვართ. ჩვენი სხეული ამისთვისაა შექმნილი. რა მშვენიერია, რომ შვილის გაჩენა შეგვიძლია, მაგრამ ამას მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მივხვდი."

ბლეიკ ლაივლი

"ვფიქრობ, ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალის სხეული საოცრად გამოიყურება... თქვენ ხომ
ახლახან წარმოუდგენელი სასწაული შექმენით, რაც
ცხოვრებამ მოგცათ, ადამიანი გააჩინეთ. აუცილებლად მინდოდა ამის აღნიშვნა."

ტიფანი ტისენი

"ახლა უბრალოდ მოსიარულე ზომბი ვარ და ვფიქრობ, რომ ასე ვიქნები ცოტა ხნით."

ქეით მიდლტონი

"ჩემთვის დედობა მშვენიერი გამოცდილებაა. თუმცა, ზოგჯერ ეს უზარმაზარი გამოწვევაა - ჩემთვისაც კი, რომელსაც სახლში ისეთი მხარდაჭერა აქვს, რაც დედების უმეტესობას არ აქვს. ზუსტად ვერაფერი მოგამზადებთ იმ დიდი გამოცდილებისთვის, რასაც დედობა ჰქვია. ის სავსეა სიხარულის, დაღლილობის, სიყვარულისა და ზრუნვის ერთმანეთში შერეული რთული ემოციებით. თქვენი ფუნდამენტური იდენტობა ერთ საათში იცვლება."
mshoblebi

ბიონსე

"ახლა, მშობიარობის შემდეგ, ნამდვილად მესმის ჩემი სხეულის ძალა. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული სულ სხვაგვარად გადაიქცა. თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ."

სერენა უილიამსი

"არავინ საუბრობს უსიამოვნო მომენტებზე - ზეგავლენაზე, რომელსაც გრძნობთ, წარმოუდგენელ იმედგაცრუებაზე ყოველ ჯერზე, როცა ბავშვის ტირილი გესმით. რამდენჯერ გავტყდი, არ ვიცი. ვბრაზდები, რადგან ვტირი, შემდეგ ვწუხვარ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ."

ემილი ბლანტი

"მშობიარობა არაფერია ძუძუთი კვებასთან შედარებით! ძუძუთი კვება არის სასტიკი, ქრონიკული ფიზიკური წამება... თქვენი სხეული ახლა სასადილოა! ის თქვენ აღარ გეკუთვნით."
mshoblebi

ამანდა საიფრიდი

"მზად ვიყავი, ძუძუთი კვება დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ შემეწყვიტა, რადგან ეს მწველი ტკივილი იყო."

კრისტენ ბელი

"სოციალური მედიის ეპოქაში, როცა შეგიძლია შენი ცხოვრება ლამაზ სურათად წარმოადგინო, მნიშვნელოვანია დედებს შევახსენოთ, რომ ჩვენ ყველანი იოგურტითა და ბურღულეულით ვართ დასვრილი და ხელებს ყვავილების სუნი არ ასდის".

436
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები