რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში - დედების მიერ გაკეთებული ჩამონათვალი
რა უნდა წაიღოთ სამშობიაროში - დედების მიერ გაკეთებული ჩამონათვალი


რა უნდა წავიღო სამშობიაროში - ამ კითხვას მომავალი დედები სოციალურ ჯგუფებში ხშირად სვამენ. როცა ქალი პირველად მიდის სამშობიაროში, სავსებით შესაძლებელია, ბოლომდე ვერ გათვალოს საჭირო ნივთების ნუსხა. ზოგს კი ისე მოულოდნელად უწევს სამშობიაროში წასვლა, ჩალაგებისას შეიძლება ბევრი რამ გამორჩეს.
წარმოგიდგენთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელსაც უკვე გამოცდილი დედები მომავალ დედებს სამშობიაროში წასაღებად ურჩევენ.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომელ კლინიკაში აპირებთ მშობიარობას, რადგან ზოგიერთი მათგანი ჰიგიენის ყველანაირ საშუალებას ადგილზე ახვედრებს მშობიარეს და ტანსაცმლის გარდა არაფრის წაღება არ არის საჭირო.
აი, რას ურჩევენ გამოცდილი დედები მათ, ვინც პირველად უნდა წავიდეს სამშობიაროში:

  • "ყველაფერი წინასწარ იყიდეთ, როდის
    მოგიწევთ უცებ სამშობიაროში გაქანება, არავინ
    იცის. ასევე ნუ დადგებით ახლობლების იმედზე, რომ ისინი მოგაწვდიან, რაც დაგჭირდებათ. ბავშვის ტანსაცმლის წინასწარ ყიდვა არ შეიძლებაო და გაჩენის მერე დედაჩემმა ისეთი საოცარი ზომისა და ფორმის ტანსაცმელი შემომიგზავნა ბავშვისთვის, 10 თვისას ჩავაცვი. თუ პირველი ბავშვია, ტანსაცმლის ზომების წარწერებს კარგად დააკვირდით. რაღაც სულ პატარა რომ გეჩვენებათ, შეიძლება ერთი წლის ბავშვის იყოს."
  • „დიდი ტრუსები და ყველაზე დიდი ზომის საფენები. წინდები, მეძუძურის ბიუსტჰალტერი და მიცლის ბანდაჟი -კორსეტი მშობიარობის შემდეგ. საცვლები ბლომად. ჩუსტები და ხალათი ისედაც იცით, თქვენი პირსახოცი ხელის და ტანის. კბილის ჯაგრისი, პასტა, რძის საწველი. ბავშვისთვის: თათებიანი შარვლები 3 ან მეტი. ბოდეები 3 ან მეტი. ასევე მთლიანი თხელი ბოდეები, ტხელი ქუდები და რძის ბოთლი, თუ არ გექნათ საკმარისი რძე. პამპერსები, თუ ცივი სეზონია, პაწია წინდებიც და პლედი. ასევე გამოსაყვანი სამოსი. წინასწარ თუ გაივლით კონსულტაციას ლაქტაციის სპეციალისტთან, უდიდეს პატივს დასდებთ საკუთარ თავს, რადგან ამისთვისს არავინ გეყოლებათ სამშობიაროში და ჩაგიმაგრდებათ ძუძუ.“
  • „ორი წყვილი პერანგი თავისი ხალათით, ჩუსტი. სავარცხელი, საპონი, შამპუნი, სველი ხელსახოცები, ბავშვის საფენები. საწოვარა ბავშვისთვის, გამოსაწველი და ბავშვისთვის ბოთლი. თხელი პლედი.“
  • „პირველი ბავშვის მერე ხალათი და პერანგი აღარ წამიღია (4 მყავს) სპორტულები ან ისეთი ტანისამოსი ჯობია, რაშიც კოფორტულად იქნებით, საკეისროს შემთხვევაში, ჯობია პერანგი გქონდეთ“.
  • „გაიყოლეთ წყლის დასალევი ჭიქაც, ფენი, თერმნომეტრი.
  • 1-2 ცალი ტრუსის ფორმის პამპერსი დედისთვის, რადგან საფენზე კომფორტულია. უფრო მშვიდად იწვებით 1 დღე მაინც“
  • „ტელეფონის სატენი პირველ რიგში, ლაივები და ინტერნეტი მალე სვამს ტელეფონს“.
  • "აუცილებლად გქონდეთ თანხა თან. გასაგებია, რომ რაშიც შეტანხმებული ხართ, ოფიციალურად მხოლოდ იმდენს იხდით, მაგრამ შეიძლება ექთნის ან სანიტარისგან მეტი ყურადღება დაგჭირდეთ, რასაც წასახალისებელი თანხაც დასჭიდება. არ დაგრჩეთ პირადობის მოწმობა".

1775
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები