დედების სალონიმშობიარობა
რატომ ჯობს, კაცი არ დაესწროს მშობიარობას?
რატომ ჯობს, კაცი არ დაესწროს მშობიარობას?
რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტის მეცნიერები ერთდროულად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასე ფართოდ აგიტირებული სიახლე - მამაკაცი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას, არც ისეთი ეფექტური ყოფილა. პირიქითაც კი. მათ ექსპერიმენტები ჩაატარეს რამდენიმე წყვილის მონაწილეობით. ქალებს თითზე ნემსს ჩხვლეტდნენ, მათი მიჯნურები კი გვერდით იდგნენ.
მერე იგივეს აკეთებდნენ ისე, რომ მამაკაცები კარს უკან ელოდებოდნენ. თან ქალებს სთხოვდნენ შეეფასებონათ ტკივილის დონე.
ორივე შემთხვევაში იზომებოდა ქალების ტვინის ელექტრული აქტივობა, პულსი და წნევა.
მედიკოსების გასაკვირად, ტკივილი არ შემცირებულა მამაკაცის თანდასწრებით და ზოგიერთ შემთხვევაში გაძლიერდა კიდეც.
დოქტორი კატერინა ფოტოპულოუ, კვლევის
ერთ-ერთი ავტორი ამბობს; "შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ახლობელი ადამიანის გვერდით დგომისას ქალს ისე აღარ აუმუშავდება დაცვის საკუთარი მექანიზმი და უჭირს ტკივილთან გამკლავება. გარდა ამისა, ამ დროს ქალები ხშირად იმაზეც ფიქრობენ, მამაკაცი არ გახდეს ცუდად მათი შემხედვარე, ან რცხვენიათ მასთან ემოციების გამოხატვის და საბოლოოდ, ტკივილიც უძლიერდებათ".
მეცნიერები მომავალშიც აპირებენ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას და კვლევის გაგრძელებას.

ასევე იხილეთ:

mshoblebi

კაცმა უნდა ნახოს, რა ჯოჯოხეთური ტკივილია შვილის გაჩენა - უნდა დაესწროს თუ არა ქმარი ცოლის მშობიარობას




mshoblebi



"ყველა კაცი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას"
ბეჭდვა