როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად
როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად
გთხოვთ აგვიხსნათ, როდის ითვლება მშობიარობა ნაადრევად ან ვადაგადაცილებულად, რას ნიშნავს სამშობიარო მოქმედების სისუსტე და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს პათოლოგიურ მშობიარობას. ამ საკითხებში უკეთ გასარკვევად მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმს, მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს.

- რას გვეტყვით ნაადრევი მშობიარობის შესახებ?
- ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს.

- რა იწვევს
ნაადრევ მშობიარობას?

- ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი. ნაადრევი მშობიარობა ხშირია აბორტების, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე.

- როგორ მიმდინარეობს ის?
- ნაადრევი მშობიარობა მიმდინარეობს სწრაფი მშობიარობის ტიპით, მაგრამ გართულება ამ დროს უფრო ხშირია. უმეტესად მოსალოდნელია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა, ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა.

- როგორ ამოვიცნოთ ნაადრევი მშობიარობა?
- ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში და მცირედი სისხლიანი გამონადენი. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა
დროულად დაუსვან დიაგნოზი და მოათავსონ სტაციონარში.

- როგორ ავიცილოთ თავიდან?
- ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს:
ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს;
ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას;
ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

- რას გვეტყვით ვადაგადაცილებული ორსულობის შესახებ?
- ვადაგადაცილებული ეწოდება ორსულობას 42-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებითმშობიარეებთან, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ვადაგადაცილება უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელზე უფროსი ასაკის პირველმშობიარეებთან.
გაგრძელება
8428
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```