ხშირად ქალები მშობიარობის შემდეგ წონაში იმატებენ, კარგავენ უწინდელ ფორმას და საერთოდაც, აღარ უვლიან თავს ხშირად ქალები მშობიარობის შემდეგ წონაში იმატებენ, კარგავენ უწინდელ ფორმას და საერთოდაც, აღარ უვლიან თავს. სავარაუდოდ, მიზეზი იმაშიცაა, რომ ბევრი თვლის, მაინც ვერ დაიბრუნებს ადრინდელ ფორმებს და ფარ-ხმალს ყრის.
არადა, ასე არ არის. აი, რას გვირჩევს დებორა გუდმენი, ქალი, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 6 შვილის დედაა და შესაშურ ფორმაშია (ამ ქალბატონის შესახებ იხილეთ სტატია):
დაიმახსოვრეთ, რომ მშობიარობის შემდეგ ექსპერიმენტების ჩატარება და სხვადასხვა დიეტის დაცვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
საუკეთესო ამ დროს ფიზიკური დატვირთვაა. ის მეტაბოლიზმსაც გაგიუმჯობესებთ და დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას.
ხოლო საუკეთესო შედეგს მიაღწევთ მხოლოდ დაბალანსებული კვებისა და სწორად შესრულებული ვარჯიშების მეშვეობით.
თუკი მშობიარობის შემდეგ თქვენი მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებული გახდა, შემდეგი ვარჯიშები დაგეხმარებათ:
დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ტერფები დააწყვეთ იატაკზე. შემდეგ დაიწყეთ წელის აზიდვა. შეასრულეთ ვარჯიში ნელა, ჰაერში, ბოლო წერტილზე შეყოვნებით. შეგიძლიათ ეს ვარჯიში შეასრულოთ "ვაკუუმთან" ერთად. დადექით ოთხზე, გამოუშვით ჰაერი და შეზნიქეთ მუცელი. დაჰყავით ამ მდგომარეობაში ნახევარი წუთი.
შემდეგი ვარჯიშები კი თავისუფლად შეგიცვლით სატრენაჟორო დარბაზში სიარულს. ამ სამდღიანი კომპლექსის შესრულების შემდეგ უნდა შეისვენოთ 24 საათი. შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
ასევე იხილეთ:
ექვსი შვილის დედა, რომლის დახვეწილი ფორმებიც აოცებს საზოგადოებას