ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
ის, რის შესახებაც არავინ გვაფრთხილებს - ცხოვრება მშობიარობის შემდეგ
1 / 2
Next
ეს ერთი ახალბედა დედის წერილია, ცოტა იუმორნარევი და ასევე მისი თვალით დანახული რეალობა.

როცა დიდი ხნის ფეხმძიმე ხარ, ეს ქვეყანა ზღაპრულად გეჩვენება. თითქოს ამ ზღაპრული ქვეყნის ფერია ხარ, მრგვალი ფერია. თვალები გიბრწყინავს, იდუმალი ღიმილი გაქვს, გულისფანცქალით ელოდები, ელოდები... მერე უცებ ბახ - და გააჩენ. ყვირილი, ტირილი ღიმილი, სიხარული, ზარები, ესემესები, პამპერსები...
გადის დრო და ხვდები... არ გაგაფრთხილეს, ყველაფერი არ გაუმხელიათ, რატომ დუმდნენ? ნამდვილი შეთქმულებაა.
აი ის, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავი:
1. ძუძუთი კვება. ყველგან წერენ, რომ ეს შესანიშნავია. მეც მჯეროდა. ნახეთქების შესახებაც წერენ და მეც წამიკითხავს, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ნახეთქი ძუძუსთავის ასეთი საზარელი ჭრილობა იქნებოდა, რომელსაც ჯოჯოხეთური ტკივილი ახლავს. სისხლი გდის, სიცხე 40 გრადუსს აღწევს, განადგურებული ხარ, გვერდით კი ბავშვი წევს და დაჟინებით ითხოვს ყურადღებას. თანაც ისევ ძუძუ უნდა აჭამო, იმავე სისხლმდინარე და შუაზე გადახსნილი კერტებით.
2. არავინ გეუბნება, რომ მშობიარობის შემდეგ საერთოდ გიქრება მოშარდვის სურვილი. თითქოს ბავშვთან ერთად შარდის ბუშტიც იმშობიარე. გინეკოლოგი შემოდის და გვახსენებს: "აბა, დედიკოებო, მოშარდვა არ დაგავიწყდეთ". და ჩვენც მორჩილად მივდივართ ტუალეტისკენ... დანარჩენზე აღარ დავწვრილმანდები.
3. არავის უთქვამს, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღე მუცელზე წოლით ინებივრებ... სანამ რძე
ჩაგიდგება. მერე მორჩა. 4 ზომის, რძით სავსე მკერდზე წოლა მხოლოდ მასაჟის მაგიდაზე შეიძლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მაგიდას ორი დიდი ნახვრეტი აქვს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
167347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (267)
ირინე
0
აქ წარმოდგენილი თითოეული სიტყვა თითქოს გაშინებს და ართულებს იმ პოზიციას რასაც დედად გახდომა და შვილის ყოლა ქვია....მე უკვე ორი შვილის დედა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ , იმდენად დიდი ბედნიერებაა შვილის ყოლა და გერქვას დედა და იყო პასუხის მგებელი პატარა არსებაზე, რომელიც ჯერ კიდე პატარა დაუცველი და იმედის თვალებით მხოლოდ დედას შესცქერის რომ დანარჩენი სხვა ყველაფერიი 100 ხარისხოვანია..... მომავალო დედებო იყავით მხნედ და იგემეთ დიდი ბედნიერება და გახდით მშობელი.
00:03 / 20-08-2018
nino
1
vaime yvelaferi iseti rtuli iyo...dzalian gamichirda nakerebi da mteli ubedureba.ratqmaunda yvelaferi etapobrivad xdeba magram gausadzlisia......shviliii :) ai es ki yvelafers faravs araamqveyniuri bedniereba romlis gamoc yvelafers avitan daxetqili kertebi chamagrebuli mkerdi buasili magram yvelaferi avitane da gadavlaxe :)
14:54 / 13-04-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?