როგორ უნდა წარმართოთ ეს პერიოდი, რომ შედეგიც მიიღოთ და დიეტის დასრულების შემდეგ სწრაფადვე არ გასუქდეთ მშობიარობის შემდეგ რომ ახალგაზრდა დედის ორგანიზმი უწინდელ ფორმას დაუბრუნდეს, დაახლოებით, ერთი წელია საჭირო. როგორ უნდა წარმართოთ ეს პერიოდი, რომ შედეგიც მიიღოთ და დიეტის დასრულების შემდეგ სწრაფადვე არ გასუქდეთ.
კვებეთ ძუძუთი
ძუძუთი კვება ქალებს დღეში დაახლოებით 500 კალორიას ართმევს და ცხიმოვან ქსოვილს ყოველგვარი დიეტის გარეშე ამცირებს. დიტები მეძუძური დედებისთვის სასურველი არც არის.
იმოძრავეთ
მაშინაც კი, როცა დაღლილობისგან თავს გამოწურული ლიმონივით გრძნობთ, აიძულეთ თავი, რომ იმოძრაოთ. ყველას არ აქვს სპორტულ სექციაში ვარჯიშის დრო და საშუალება, ამიტომ მოძრაობის ნურცერთ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ. ისეირნეთ, იცეკვეთ, არწიეთ ბავშვი, ხშირად დაჯექით და ადექით, ბევრჯერ დაიხარეთ. გადაღლის ნუ შეგეშინდებათ. პირიქით, ამით ენერგია მოგემატებათ.
ფუჭ კალორიებზე უარი თქვით
გამორიცხეთ მენიუდან საკვები, რომელიც ცხიმითა და შაქრით არის გაჯერებული - კანფეტები, ფენოვანი ცომის ნაწარმი, სოსისები და ძეხვები, ჩიპსები და გაზიანი სასმელები. დამტკბარი რძის ნაწარმის ნაცვლად ნატურალური რძის ნაწარმი მიირთვით.
იკვებეთ მალ-მალე და მცირე ულუფებით
მთელი დღე ბავშვს დასტრიალებთ და საკუთარი თავისთვის ვერ იცლით. სამაგიეროდ საღამოს გამოაღებთ მაცივარს და... ეს ცნობილი პრობლემაა, რომელიც მთავარი მიზეზია წონის მატების. ყოველ 3 საათში მიუჯექით სუფრას და ცოტა მაინც შეჭამეთ. არ გამოტოვოთ ულუფა. მინიმუმ 3-ჯერ მაინც იკვებეთ. თუ თქვენთვის მომზადებას ვერ ახერხებთ, შეიძლება ბავშვის საკვებიც გამოგადგეთ. სანახევროდ მომზადებულია, თან დაბალკალორიული.
ბევრი წყალი დალიეთ
ლოგინთან ბოთლი დაიდგით და ადგომისთანავე მოსვით გარკვეული რაოდენობა. ეს ლაქტაციისთვისაც კარგია, შიმშილის გრძნობასაც დაგიოკებთ, ნივთიერებათა ცვლასაც ააჩქარებს, რაც წონაში კლებისთვის ძალიან სასარგებლოა. იგულისხმება არა ყავა და ჩაი, არამედ სუფთა წყალი.
თავის მოვლა სჯობს აქედანვე დაიწყოთ და დიდი ხნით ნუ გადადებთ. მსუბუქი შეზღუდვებით დღეს მეტს მიაღწევთ, ვიდრე წლების შემდეგ თვეების განმავლობაში შიმშილით.