მათთვის მშიაბიარობა ზომაზე მეტი სტრესია, ალბათ ამით აიხსნება ის გაუგებარი რეაქციები, რასაც შვილების ამქვეყნად მოვლინების წინაშე გამოხატავენ:
"უკვე მშობიარობ? აბა, ერთი კვირის შემდეგო?" - კაცებს არ ესმით, რომ არასწორად ნავარაუდები სამშობიარო ვადის გაპროტესტებას აზრი ნამდვილად არ აქვს მაშინ, როცა ქალს წყლების დაღვრა ეწყება.
"ერთ-ორ საათს ვერ მოიცდიდი?" - როცა კაცს ღამის 2 საათზე აღვიძებენ და ნახევრად მძინარეს დასძახიან, "დროზე
"მაკრატელი არ დაგრჩეს, ჭიპლარიც ჩემი ხელით უნდა გადავჭრა" - ასეთებიც უთქვამთ ქმრებს, რომლებიც მშობიარობაზე დასასწრებად დიდი ხალისით ნამდვილად არ მიდიან.
"კარგი რა, ასე როგორ გტკივა" - ამ ფრაზის საპასუხოდ ცოლმა რომ სთხოვა ქმარს, მოდი და ახლოდან უკეთ ნახავ, როგორც მტკივაო, ქმარმა მიახლოება რატომღაც ვერ გაბედა.
"თუ ამდენი ხანი სჭირდება, შევირბენდი სამსახურში" - კაცებს არ ესმით, რომ ეს "გაუთავებელი მშობიარობა" შეიძლება იმაზე სწრაფად დასრულდეს, ვიდრე ელოდები.
"ისე არ სუნთქავ, როგორც გვასწავლეს" - ქმრები, რომლებიც ცოლებთან ერთად ესწრებოდნენ წინასამშობიარო კურსებს, ვერ ხვდებიან, რომ რჩევა-დარიგებების პრაქტიკაში გამოყენება მშობიარეებს ყოველთვის არ გამოსდით. ამაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია.
"რა გახდა ერთი ადამიანური გაჭინთვა, ასე ძნელია?" - ძნელი კი არა, წარმოუდგენლად ძნელია, მაგრამ ქალები ამას ახერხებენ. მათ უბრალოდ მეტი გაგება და მოთმინება სჭირდებათ მათგან, ვინც ამ დროს გვერდით ჰყავთ.
ასევე იხილეთ: რატომ ჯობს, კაცი არ დაესწროს მშობიარობას?
ნიკა წულუკიძე: „ყველა კაცი უნდა დაესწროს ცოლის მშობიარობას"