5 შვილის დედამ შარლი კიზერმა მოახერხა, რომ ორსულობისა და მშობიარობის არავითარი უარყოფითი კვალი არ დარჩენოდა 5 შვილის დედამ შარლი კიზერმა მოახერხა, რომ ორსულობისა და მშობიარობის არავითარი უარყოფითი კვალი არ დარჩენოდა. 5 შვილის შემდეგ მუცლით უკვე მეექვსეს ატარებს, თუმცა არ აწუხებს ზედმეტი წონა, ტოქსიკოზი, სტრიები და დეპრესია. დღეს 35 წლისაა და უპრობლემო ორსულობასა და მშობიარობაზე საკუთარ გამოცდილებას სხებსაც უზიარებს.
როგორ მოახერხა ეს? მთავარი საიდუმლო ცხოვრების წესია, რომელიც ძირეულად შეცვალა. დღესაც შესანიშნავ ფორმაშია, სპორტს მისდევს, სწორად იკვებება. მეხუთე მშობიარობა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა და დარწმუნებულია, რომ არც მეექვსე იქნება უარესი.
ლივი
არადა ყოველთვის ასე არ იყო. პირველმა ოთხმა მშობიარობამ 30 ზედმეტი კილოგრამი და ფეხების საშინელი ტკივილი მოუტანა. ყველა მშობიარობა ხანგრძლივი იყო და გართულებებიც ახლდა.
ერთხელაც ჩაიხედა სარკეში, საშინლად არ მოეწონა საკუთარი თავი და გადაწყვიტა - კმარა, ასე ვეღარ გაგრძოლდება. სერიოზულად მოკიდა ხელი საკუთარი თავის ხელახლა აღფზრდას. შეიმუშავე კვების ახალი წესები, დაიწყო ვარჯიში, ისწავლა საკუთარი სხეულის მოსმენა. ეს ყველაფერი მეხუთე ფეხმძიმობისთვის ნამდვილად "მისწრება" იყო. შედეგად არავითარი ტოქსიკოზი, მოთენთილობა და ზედმეტი წონა.
ქმართან ერთად შარინი კერძო მწვრთნელია და ორსულობა-მშობიარობის შესახებ წიგნებსაც გამოსცემს. გთავაზობთ რამდენიმე პრონციპს, რომელსაც სარინი სხვა დედებს უზიარებს.
1. ორსულობისგან სიამოვნება მიიღეთ. უბრალოდ, დატკბით
2. თქვენმა სხეულმა უკეთ იცის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა - არა. თუ გრძნობთ, რომ ფიზიკური დატვირთვა არ "გიხდებათ", შეწყვიტეთ ვარჯიში.
3. გააკონტროლეთ თქვენი ლტოლვა საკვებისადმი, არჩევანი ყოველთვის ჯანსაღ საკვებზე შეაჩერეთ. როცა ტკბილი ძალიან გინდა, რაიმე ტკბილი ხილი მიირთვით და არა ღვეზელი.
4. ჭამეთ მხოლოდ მაშინ, როცა მოგშივდებათ და მაშინ, როცა რომელიმე პროდუქტის მიღება თქვენთვის აუცილებელია. არასოდეს შეჭამოთ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ტკბილის გასინჯვა გინდათ.