ქალს პირდაპირ მანქანაში დაეწყო მშობიარობა და ქმარმა ეს ყველაფერი გადაიღო
მშობიარობა არაპროგნოზირებადი რამაა. წინასწარ ვერავინ იქნება დარწმუნებული, როგორ ჩაივლის და რამდხენ ხანს გასტანს. ამ წყვილს ნამდვილად არ ეგონა, მათი შვილი ასეთ ვითარებაში დაიბადებოდა. გაგიგიათ მშობიარობა 1 წუთში? აი, ახლა ნახავთ.
არავითარი ლოდინი, რამდენ თითზეა გახსნილი საშვილოსნო და საათობით ნერვიულობა. ბავშვმა, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ისკუპა დედის მუცლიდან, მანქანაში. რა ექნა, ვერ მოიცადა 45 წუთი, რისი იმედიც მამამისს ჰქონდა. თანაც, კამერაც ჩართული იყო, რამაც ეს შემთხვევა მთელ მსოფლიოს გააცნო.
საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედა-შვილი აბსოლუტურად უვნებელი დაბრუნდა შინ.