ქალის სხეულის ინტიმი მშობიარობის შემდეგ - როგორ მატულობს ქალის მომხიბვლელობა
ქალის სხეულის ინტიმი მშობიარობის შემდეგ - როგორ მატულობს ქალის მომხიბვლელობა
მაშინაც კი, როცა ჩვილ ბავშვს ღამეებს უთენებს და თვალები დასიებული აქვს, ახალგაზრდა დედას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ბევრად უფრო მომხიბვლელი და სექსუალურია, ვიდრე უწინ. ამას თავისი მიზეზები აქვს.

თქვენ საკუთარი სხეულის ძალა იგრძენით
"სექსუალობა და შინაგანი ძალა უწყვეტ კავშირშია" - მიიჩნევენ ოჯახის ფსიქოლოგები. ძლიერ ადამიანებს უსაზღვრო ქარიზმა ახასიათებთ. მშობიარობის დროს განა ვერ იგრძენით, რა ძლიერი ყოფილხართ. თქვენ ხომ დამოუკიდებლად შექმენით თქვენს წიაღში ა
დამიანური არსება. 3,500 დაიბადა? ეს სულ თქვენი სისხლი და ხორცია თქვენი სხეულიდან წაღებული. თუ ეს შეძელით, ყველაფერს შეძლებთ.

პასუხისმგებლობა მოგემატათ და უფრო თავდაჯერებული გახდით
დედა დათვის სინდრომზე რამე გსმენიათ? უმწეო პატარა არსება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაც თავდაჯერებას, საკუთარი თავის რწმენას გმატებთ. "დედობა ქალებს გარკვეული შიშებისგან ათავისუფლებს და ახალ გამოცდილებას აძლევს" - მიიჩნევენ ფსიქოლოგები.
ახლა აღარ გერიდებათ როცა საჭიროა სკანდალების მოწყობა, აზრის გამოთქმა და დავა, როცა საქმე თქვენი შვილის ინტერესებს ეხება. შესაბამისად, თავშეკავება და მორიდებულება საწოლშიც ქრება.

აღარ იდარდებთ, რომ პატარა მკერდი გაქვთ
თუ ძუძუთი კვებავთ, ესე იგი თვით ბუნებამ ჩაგიტარათ მკერდის გასადიდებელი ოპერაცია. თქვენი პირველი ან მეორე ზომა სამ და ოთხ ზომად იქცევა. გულამოღებულ მაისურში კი შეუდარებლად გამოიყურებით. დიდი მკერდით წონაში
მომატებაც გიხდებათ და პარტნიორი ალბათ თვალს ვერ აშორებს თქვენს ფორმებს.

აღარ გრცხვენიათ საკუთარი სხეულის
მშობიარობის დროს კუნთოვანი სისტემა უფრო ელასტიური ხდება, ამიტომაც ვაგინალური სექსის დროს თავს ბევრად კომფორტულად გრძნობთ. სიშიშვლის აღარ გერიდებათ, რადგან ამ მდგომარეობაში ბევრი ექიმის წინაშე მოგიხდათ ყოფნათ. რაც შეეხება სექსისგან სიამოვნების მიღებას, ამ ფრონტზეც თქვენი სხეული აშკარად პროგრესს განიცდის. ბევრი გამოკითხული ქალი აღნიშნავს, რომ ფეხმძიმობის დროს ორგაზმს უფრო ძლიერად განიცდიდნენ და ეს სასიამოვნო ცვლილება მშობიარობის შემდეგაც ნარჩუნდება.

უფრო დაახლოვდით მეუღლესთან
დედობა ძირეულად ცვლის ქალის სექსუალურ ცხოვრებას, ურთიერთობებს ახალ განზომილებებსა და სიღრმეს ანიჭებს. თქვენ ერთად გაიარეთ ფეხმძიმობის რთული პერიოდი და ახლა მშობლის სტატუსმა ისე დაგაახლოვათ, როგორც არასდროს.
ახალი ემოციები და შეგრძნებები, რაც ქალს მშობიარობის შემდეგ უჩნდება, კოლოსალური სტიმულია ინტიმური ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, მიზეზი გიჩნდებათ მეორედ შეგიყვარდეთ საკუთარი ქმარი.
19174
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
mee
0
Yvela punqti daemtxva titqmis magram dzudzus ro vachmevdi 4zomamde gamezarda mkerdi magram rom davanebebine rac mqonda adre imaze metad dapataravda es cudi grdznobaa...
15:11 / 09-10-2015
ათენა
0
ნამდვილად სიმართლე წერია სტატიაში, საბედნიეროდ :))) ერთის გარდა: ჩემს ახლობელს წოვების შედეგად პირიქით, დაუპატარავდა მკერდი, ვერ ვხვდები მიზეზს, იქნებ მითხრას ვინმემ.
21:46 / 04-10-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?